60 წამი საკმარისია, წელის ტკივილის დასავიწყებლად!

60 წამი საკმარისია,  წელის ტკივილის დასავიწყებლად!
წელის ტკივილი - ჩვენი დროის ყოველდღიურობად იქცა. ცხოვრების თანამედროვე რითმი არ გვიტოვებს დროს ჯანმრთელობისთვის და თავის მოსავლელად. კომპიუტერთან ხანგრძლივ ჯდომას კი იქამდე მივყავართ, რომ წელის ტკივილით უკვე ყველა ასაკის ადამიანი იტანჯება.

ხერხემლის ქვედა ნაწილზე დატვირთვა, სტრესი და დაღლილობა - ეს არის რამოდენიმე მიზეზი რაც წელის არეში დისკომფორტს იწვევს. რომელ ჩვენთაგანს შეუძლია დღეს დაიკვეხნოს წელის იდეალური სისწორით?! დროთა განმავლობაში ჩვენ ტკივილსაც ვეჩვევით, რადგან მკურნალობისთვის დრო არ გვრჩება.

ამიტომ fpaparazzi-ს რედაქციამ გადაწვიტა მოეძიებინა მარტივი ვარჯიშები თქვენთვის. თქვენ მხოლოდ 60 წამი დაგჭირდებათ, ძილის წინ ამ ვარჯიშების შესასრულებლად და ამით თქვენ ტკვილის დაივიწყებთ!

ვარჯიშები წელის ტკივილის გასაქრობად

შესრუელბა:
  1. დაწექით მუცელზე, ხელები ტანის გასწვრივ
  2. დაეყრდენით მუხლებს და ნელა წამოწიეთ ტანის ზედა ნაწილი. აწიეთ თავი და შეინარჩუნეთ ეს პოზიცია 8 წამით.
  3. დაუბრუნდით საწყის პოზიციას
  4. გაიმეორეთ ვარჯიში კიდევ ერთხელ
  5. შემდეგ კი დაწექით ზურგზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელები ტანის გასწვრივ.
  6. წამოწიეთ მენჯი და ამ მდგომარეობაში გაჩერდით 8 წამი. შემდეგ კი დაუბრუნდით საწყის პოზიციას.
  7. მოხარეთ ფეხები მუხლებში და შემოხვიეთ მას ხელები.
  8. მიიტანეთ მუხლები მკერდამდე და გაჩერდით ამ პოზიციაში 8 წამი.
  9. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ უკანასკნელი ვარჯიში.

ეს ვარჯიშები შესანიშნავად მოადუნებს ორგანიზმს ძილის წინ. კიდევ ერთი რჩევა: შეეცადეთ დღისით იმოძრაოთ რაც შეიძლება მეტი. ამ ვარჯიშების რეგულარული შესრულების კვალდაკვალ თქვენ სულ მალე დაივიწყებთ რა იყო წელის ტკივილი და თავს ჯანმრთელ ადამიანად იგრძნობთ. ნუ დაგეზარებათ, გაუზიაროთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს და დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.