წელის ტკივილს მყისიერად დაამარაცხებთ. 6 უმარტივესი და ძალიან სასიამოვნო ვარჯიში!
ცხოვრების მჯდომარე სტილის შედეგად ადამიანების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც კომპიუტერთან უწევს მუშაობა, წელის ტკივილი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ცხოვრების თანამედროვე სტილი და რიტმი აყენებს უდიდეს ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას. პრობლების საწყის ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მის დაიგნორებას, რის შედეგადაც სიტუაცია დღითიდღე უარესდება და მწვავდება. როდესაც წელის ტკივილი აუტანელი ხდება, ექიმის დახმარების გარეშე პრობლემის გადაჭრა პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიზრუნოთ წელის გაჯანსაღებაზე დროულად და მივიღოთ შესაბამისი ზომები მყისიერად. ასეთ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრა და უსიამოვნო შეგრძნებების დამარცხება სირთულეს არ წარმოადგენს.
ვარჯიშების კომპლექსი ხერხემლისთვის
დღევანდელ სტატიაში ''Fpaparazzi''-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 6 უმარტივეს, თუმცა ძალიან ეფექტურ ვარჯიშს, რომელიც ხერხემლის გაჯანსაღებაში და ზურგის კუნთების გამაგრებაში დაგეხმარებათ. ეს ვარჯიშები არ წაგართმევთ დიდ დროს, ხოლო ხანმოკლე დროში მიღებული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
არც ისე რთული ჩანს, არა? გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ პრობლემა და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.

- ''ზღვის ვარსკვლავი''
გსურთ ხარისხიანად დასვენება რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ? ეს სასიამოვნო, მარტივად შესასრულებელი ვარჯიში დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში და წელის ტკივილის გაყუჩებაში. უბრალოდ დაწექით ზურგზე და გაშალეთ ფეხები და ხელები ჰორიზონტალურად. მაქსიმალურად მოდუნდით. ახლა კი გადააჯვარედინეთ ფეხები ერთმანეთზე. შეასრულეთ გვერდული მოძრაობები თეძოებით, ანუ გადახარეთ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ფეხები ჯერ მარჯვენა მხარეს, დაუბრუნდით საწყის პოზიციას, ხოლო შემდეგ - შეასრულეთ იგივე მოძრაობა საპირისპირო მხარეს. აკეთეთ ვარჯიში აუჩქარებელი ტემპით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში იმდენჯერ, რამდენჯერაც მოახერხებთ. - ''მწოლიარე ქვა''
წელის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ვარჯიში სპეციალურად ზარმაცებისთვის! ამ ვარჯიშის შესასრულებლად თქვენ დაგჭირდებათ სკამი. დაწექით ზურგზე და შემოალაგეთ ფეხები სკამზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. უბრალოდ შეიკავეთ თავი ამ პოზაში რამდენიმე წუთით. ეს ვარჯიში გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას, ხოლო თქვენი წელი დაისვენებს ხარისხიანად რთული და დაძაბული დღის შემდეგ. - ''მოქნილი გველი''
ადამიანის ახალგაზრდომა მისი ხერხემლის მოქნილობით განისაზღვრება. ამ ვარჯიშის პროტოტიპად გველი იქცა, რადგან ეს ქვეწარმავალი გამოირჩევა მოქნილობით.
უბრალოდ დაწექით მუხლებზე და დაეყრდენით იატაკს ფეხის თითებით. ხელების დახმარებით ამოწიეთ წელი მაქსიმალურად და შეიკავეთ თავი ამ მდგომარეობაში მაქსიმალური დროით. მეტი თვალსაჩინოებისთვის კარგად დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს. - ''ემბრიონი''
მოკალათდით იატაკზე კომფორტულად. მოხარეთ ფეხები მუხლებში და მიიბჯინეთ მკერდზე. შემოიხვიეთ ხელები. შეიკავეთ თავი ემბრიონის პოზაში 30 წამიდან 1 წუთამდე და დაუბრუნდით საწყის პოზიციას. არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე მსუბუქი ვარჯიშის შესრულება რთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. - ''მახვილი კუთხე''
ამ ვარჯიშის მიზანი წარმოადგენს წელის კუნთების მოდუნება და მაქსიმალურად დასვენებაა. მოკალათდით კომფორტულად პოზაში, რომელიც ქვემოთ ფოტოზეა ნაჩვენები. თუ თქვენ სპეციალური სპორტული ინვენტარი არ გაგაჩნიათ, გამოიყენეთ დივნის საზურგე. - ''გადაჯვარდინებული ფეხები''
მოცემული ვარჯიში წინა ვარჯიშებისგან მცირეოდენი სირთულით გამოირჩევა. დაწექით ზურგზე და მოხარეთ ცალი ფეხი მუხლში მართობულად. მეორე ფეხი ამოიდეთ მოხრილი ფეხის ქვეშ. მეტი თვალსაჩინოებისთვის დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს. მოეჭიდეთ მუხლის ქვეშ ამოდებულ ფეხს ორივე ხელით და მაქსიმალურად მოქაჩეთ ის თქვენკენ, ხოლო მოხრილი ფეხი გაშალეთ ნელ-ნელა. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ ეს ვარიში მეორე ფეხისთვისას. საერთო ჯამში თქვენ უნდა შეასრულოთ 8 გამეორება თითო ფეხისთვის.
არც ისე რთული ჩანს, არა? გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში დააიგნოროთ პრობლემა და შეუდექით საკუთარ თავზე ზრუნვას დღეიდანვე. არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება მეგობრებისთვის.