პროპოლისის ზეთი ფილტვების შეუცვლელი წამალია
როდესაც სიტყვა ხალხურ მედიცინაზე ჩამოვარდება, ვგრძნობ, როგორ მევსება გული მადლიერებით - საოცარია, მაგრამ ჩვენი ბრძენი წინაპრები მცენარეებით ისეთ დაავადებებსაც კი მკურნალობდნენ, რომელთაც დღესაც გაჭირვებით შველიან. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ფილტვების ანთება დამემართა. მმკურნალობდნენ, მმკურნალობდნენ, მაგრამ შედეგი აგვიანებდა. უკვე ასაკში ვარ და სპეციალისტები გამოჯანმრთელების პროცესის გახანგრძლივებას ჩემსა ასაკს აბრალებდნენ. ვინ იცის, ასე რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ხალხური საშუალება, რომელმაც თვალის დახამხამებაში მიშველა.
ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:
დაგჭირდებათ:
მომზადების და მიღების წესი:
აიღეთ ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. კვლავ შედგით ცეცხლზე და 70 გრადუსზე გააჩერეთ დაახლოებით 8-10 წუთს. ამ ხნის განმავლობაში განუწყვეტლივ უნდა ურიოთ. ქურიდან რომ გადმოდგამთ, გაწურეთ და გაფილტრეთ ორფა დოლბანდში. გაცივდება თუ არა, მისი მიღება უკვე შეგიძლიათ. უნდა სვათ 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათ - ნახევრით ადრე. მკურნალობა 2 თვე გრძელდება.
ყველაფერი წესისამებრ გავაკეთე და მოვიხედე კიდეც. ასაკის მიუხედავად, ყმაწვილი კაცივით ვსუნთქავ და სამსახურშიც უწინდელივით აღარ ვიღლები.
ფილტვების უებარი წამალი ასე მზადდება:
დაგჭირდებათ:
- 100 გრ ნაღების კარაქი
- 10 გრ პროპოლისი