უნიკალური საშუალებები ტუბერკულოზის სამკურნალოდ!
ტუბერკულოზი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც ყოველთვის ხანგრძლივი მკრუნალობა სჭირდება. დაავადებასთან ბრძოლას ორი მიმართულება აქვს: დაავადების აღმძვრელის ცხოველქმედების დათრგუნვა და ავადმყოფის ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იმავე ხალხური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება, რა ეფექტურიც არ უნდა იყოსმ რეკომენდებული არ არის: ტუბერკულოზის მიკრობაქტერია მის მიმართ მდგრადი ხდება. ამიტომ ყოველ ლ 2 - 3 თვეში ერთხელ შეცვალეთ მკურნალობის მეთოდები.
- მიიღეთ 1 ს/კ 15 % - იანი პროპოლისის კარაქი 3 -ჯერ დღეში, თბილ რძესთან ერთად 1 - 2 თვის განმავლობაში. პროპოლისის ზეთი შემდეგნაირად მზადდება: 10 გრ გასუფთავებულ, დაქუცმაცებულ პროპილისს დაასხით 100 გრ წყლის აბაზანაზე გამთბარი უმარილო ნაღების კარაქი. ნარევი შეათბეთ აბაზანაზე 5 - 13 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ცხლად გაფილტრეთ დოლბანდში, მუდმივად ურიეთ. ნარევის ადუღება რეკომენდებული არ არის.
- 0,5 ჩ/ჭ პროპოლისის რძე, 10 - 15 გრ პროპოლისის კარაქი მიიღეთ თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე ერთი საათით ადრე, ან ჭამიდან 1, 5 საათის შემდეგ, 3 - ჯერ დღეში, 1 - 2 თვის განმავლობაში. მკურნალობის კურსი გაიმეორეთ 2 - 3 - ჯერ, 2 - 3 კვირიანი ინტერვალებით. პროპოლისის რძე ასე მზადდება: რძე მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, აადუღეთ და დაუმატეთ პროპოლისი თანაფართობით 50 გრ ( 5 % ემულსია ), ან 100 გრ. ( 10 % ემულსია ) პროპოლისი 1 ლ რძეზე. მოურიეთ ხის კოვზით. როდესაც დაქუცმაცებული პროპოლისი ერთგვაროვან მასად გადაიქცევა, ხარშეთ კიდევ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ რძე გაფილტრეთ დოლბანდში და შეინახეთ მინის, ან მომინანქრებულ, ჭურჭელში. გაცივებისას რძის ზედაპირზე წარმოიქმნება ცვილის ფენა, რომელიც უნდა მოაცილოთ.
- ტუბერკულოზის სამკურნალოდ იყენებენ სამკურნალო თიხას. თიხა შეურიეთ ცხოველურ ცხიმს, რძეს და სალბის ნახარშს. მიღებული ნარევი კარგად აურიეთ, დაუმატეთ დაქუცმაცებული ისლანდიური ხავსი და დაიდეთ მტკივან ადგილზე.
- ცაცხვის ხე დაწვით, მიღებული ნახშირი შეაგროვეთ, დანაყეთ და სამჯერ დღეში მიიღეთ 1 ჩ/კ ნახშირისა და თხის რძის ნარევი.