7 უცნაური რამ, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ
ისტორია საკმაოდ მომხიბლავი მეცნიერებაა. შეიძლება დაინტერესდეთ ერთი რაღაცით და შემდეგ გამუდმებით ეძიოთ საინტერესო ფაქტები. ეს გახლავთ სასარგებლო დამოკიდებულება, რომელიც ანვითარებს ადამიანში ცნობისმოყვარეობას, საზრიანობას და აფართოვებს თვალსაწიერს.
ყველაზე მეტად ადამიანებს აკვირვებს უცნაური მოვლენები, გარკვეულწილად ეგზოტიკურიც კი. გთავაზობთ 7 უცნაური მოვლენის ნაკრებს, რისი კეთებას მიღებული იყო წარსულში.
ყველაზე მეტად ადამიანებს აკვირვებს უცნაური მოვლენები, გარკვეულწილად ეგზოტიკურიც კი. გთავაზობთ 7 უცნაური მოვლენის ნაკრებს, რისი კეთებას მიღებული იყო წარსულში.
- ქვები ტუალეტის ქაღალდის მაგივრად.
რას აღარ იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე: მცენარეების ფოთლებს, სიმინდის ტაროს, ქოქოსის ბოჭკოვან ნაჭუჭს და ცხვრის მატყლსაც. მაგრამ, ყველაზე მეტად გაგვაოცეს ბერძნებმა - ჰიგიენის დასაცავად ისინი იყენებდნენ ქვებს, კენჭებსა და თიხის ფირფიტებს. - საცურაო მანქანები
XVII–XIX საუკუნეებში არ იყო მიღებული ზღვაში ღიად ბანაობა. ამისათვის ადამიანები იყენებდნენ სპეციალურ ურიკებს, რომლებიც გავდა პლაჟის ფაცხებს. ეს მოწყობილობები წყალში ჩადიოდა ისე, რომ ადამიანს შეეძლო ცურვა დამსვენებლების ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე. - არანაირი ჰიგიენა
ანტიკურ სამყაროში, როდესაც არსებობდა სხეულის კულტი, წყლის პროცედურები ერთ-ერთ უდიდეს სიამოვნებად ითვლებოდა. აი, შუა საუკუნეებში კი, ესე აღარ იყო: ეკლესიას სიშიშვლე ცოდვად მიაჩნდა, თან ადამიანებსაც უბრალოდ ეშინოდათ გაციების და სიკვდილის. ესპანეთის დედოფალი ისაბელ კასტილიელი ამაყობდა იმით, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ იბანავა - დაბადებისას და ქორწილის დღეს. - მოდა მაღალ პლატფორმაზე
როგორც ჩანს, მოდა ციკლური ცნებაა. დღევანდელ დღეს საკმაოდ პოპულარული პლატფორმიანი ფეხსაცმელი დიდი მოწონებით სარგებლობდა მანდილოსნებში XIV–XVII საუკუნეებში. ამგვარი ფეხსაცმელი მარტო მოდური კი არ იყო, არამედ აუცილებელიც. შუა საუკუნეებში და აღორძინების ხანაშიც კი ევროპა ჭუჭყში ცურავდა. - ღამეში ორჯერ ძილი
XVIII საუკუნეში ორჯერადი ძილი ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგალითად, ადამიანი წვებოდა დასაძინებლად 21:00 -ზე, 3:00-ზე შეეძლო ამდგარიყო და გასულიყო მეზობელთან სასაუბროდ. შემდეგ იგი უკან ბრუნდებოდა და გათენებამდე აგრძელებდა ძილს. ეს მოვლენა მონაგონი სულაც არ გახლავთ, ლიტერატურულ ნაწარმოებებში და პირად დღიურებშიც არის ნახსენები. - ცოცხალი მაღვიძარა
ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში ბრიტანეთში გაჩნდა ისეთი ცნება, როგორიცაა სამუშაო გრაფიკი. ყველა ვერ აძლევდა თავს უფლებას შეეძინა საათი, ამიტომაც გაჩნდა მოთხოვნა ადამიან-მაღვიძარაზე. ეს ტოროლები იღვიძებდნენ უთენია, გამოდიოდნენ ქუჩებში და ფაჯრებზე აკაკუნებდნენ. ასე ამცნობდნენ ხალხს გათენებას. თავად მათ კი გამღვიზებელი არ ჰყავდათ. - ბიჭებს ეცვათ კაბები
1920 წლამდე ბიჭებს დედები კაბებს აცმევდნენ სუფთა პრაქტიკული მიზნებისთვის: ჯერ ერთი, კაბა მალე არ უპატარავდებოდათ, მეორეც - ამგვარ ტანსაცმელში ადვილი იყო მოსაქმება.
ამგვარი უჩვეულო ჩვევები წარსულში ნორმად ითვლებოდა. თუმცა, პროგრესი არ ჩერდება ერთ ადგილას, დღესდღეობით ჩვენ ველურობად გვეჩვენება ქვების გამოყენება ტუალეტის ქაღალდის მაგივრად. ადამიანი გონიერი არსებაა, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად გაიმარტივოს ცხოვრება და მოიწყოს კომფორტი.