20 ფაქტი შუასაუკუნეების ჰიგიენის შესახებ, რომლებიც თავზარს დაგცემთ

20 ფაქტი შუასაუკუნეების ჰიგიენის შესახებ, რომლებიც თავზარს დაგცემთ
ეს ფაქტები ნამდვილად გაგაოგნებთ! უბრალოდ, წარმოიდგინეთ, როგორ გაგიმართლათ, შუასაუკუნეებში რომ არ დაიბადეთ! აი, ამ წარმოუდგენელი ფაქტების ჩამონათვალი:

1. იმ დროს ტუალეტის ქაღალდი არ იყო

ეს ღარიბებსაც და მდიდრებსაც ეხებოდა. ერთნი ფოთლებს იყენებდნენ, მეორენი - ცხვრის მატყლს.

2. სამეფო ტუალეტის მწმენდავი

20 ფაქტი შუასაუკუნეების ჰიგიენის შესახებ, რომლებიც თავზარს დაგცემთ

მეფე რომ ყოფილიყავით, თქვენთვის ვინმე გაწმენდდა ტუალეტს.

3. ქოთნები

ქოთნებს ღამის ტუალეტის სახით იყენებდნენ. შესაძლოა, შარდი გადაესხათ ვინმესთვის თავზე, თუ ფანჯრის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

4. სააბაზანოში წყალს ინაწილებდნენ



შეშის უკმარისობის გამო, აბაზანის მიღება ძვირად ღირებულ ფუფუნებად მიიჩნეოდა, ამიტომ, ოჯახის წევრები რიგ-რიგობით იყენებდნენ ერთსა და იმავე წყალს. ჯერ მამაკაცები, მერე ქალები და ბოლოს - ბავშვები!

5. მაკიაჟი



ფერუმარულს როგორც ქალის, ასევე კაცის მაკიაჟისთვის იყენებდნენ. ეს მათ სახეს არისტოკრატულობას სძენდა. სამწუხაროდ, მის შემადგენლობაში ტყვია შედიოდა, რომელიც კანში აღწევდა და ორგანიზმს წამლავდა.

6. უამრავი ადამიანი თან პატარა თაიგულებს ატარებდა

ეს მოვლენა გიხსნიდათ ბრბოში ცუდი სუნისგან, სადაც არც თუ ისე სურნელოვანი ხალხი გხვდებოდა.

7. ფერფლი და შარდი თეთრეულისთვის


ადამიანები ფერფლს და შარდს თეთრეულის გასარეცხად იყენებდნენ. ეს მართლაც ეხმარებოდა ლაქების მოცილებაში.

8. არ არსებობდა ტუალეტები

დიახ, ხალხი იქ დადიოდა, სადაც შეეძლო. მდიდარ სახლებში შეკვეთით ამზადებინებდნენ ტუალეტებს, მაგრამ ეს შორს იყო თანამედროვეობისგან.

9. საშინელი მილსადენები


საკანალიზაციო სისტემა არ იყო მოწესრიგებული, ამიტომ ადამიანებს ნარჩენების ჩამარხვა მიწაში უწევდათ, რის გამოც საშინელი სუნი იდგა.

10. ბალდახინიანი საწოლები აუცილებლობას წარმოადგენდა



სახლებს ისლის სახურავები ჰქონდა, ამიტომ ფრინველები ხშირად ასკინტლავდნენ სუფთა თეთრეულზე. სწორედ ამიტომაც იყენებდნენ ბალდახინებს.

11. სქელი წარბები

მაშინ ეს მოდაში იყო და ადამიანები ყველაფრისთვის იყვნენ მზად. თაგვის ბეწვს იწებებდნენ წარბების ადგილას.

12. ცუდი წყალი

წყალს ტყვიისგან, დამზადებულ ცისტერნებში ინახავდნენ, ამიტომ მას საშინელი სუნი ჰქონდა.

13. ადამიანები პარიკებს ატარებდნენ




ტილები ძალიან გავრცელებული იყო იმ დროს, ყველაფერი კი - დიდი პარიკების ბრალი იყო.

14. წამალი გამელოტების წინააღმდეგ

მამაკაცები ქათმის სკინტლს კალიუმის მარილებში ურევდნენ და შემდეგ ან მარევს თავზე ისვამდნენ.

15. თავსაბურავებს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა

მამაკაცები ჭამის დროს თავსაბურავებს ატარებდნენ, ტილები საჭმელში რომ არ ჩაცვენილიყო.

16. არ იყენებდნენ ჩანგლებს




ეკლესია ჩანგლებს კრძალავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ღმერთი ადამიანს თითები ჭამისთვის მისცა.

17. არ იყო ხელსახოცები

ადამიანები პურს იყენებდნენ სახისა და თითების შესახოცად.

18 ჭუჭყიანი იატაკი

ეს გახლდათ ინფექციების მთავარი წყარო, რადგან ადამიანები მიწის იატაკს უბრალოდ ჩალას აფენდნენ და ზედაპირს იშვიათად ცვლიდნენ.

19 ადამიანებს ყავისფერი კბილები ჰქონდათ

ეს მდიდრებსაც ეხებოდათ. კბილებს პირსახოცით იწმენდნენ, მაგრამ ეს განა საკმარისი იყო?

20. მეფე ჯეიმს Vl



შოტლანდიის მეფე ჯეიმს Vl ერთსა და იმავე სამოსს რამდენიმე თვე ატარებდა. შლაპას 24 საათის განმავლობაში არ იხსნიდა, სანამ არ დაიშლებოდა. არასოდეს იბანდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ეს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.