თუ ხრტილი თხელდება, ძვლები პრაქტიკულად მიყოლებით იფშვნება. დააღწიეთ ტკივილს თავი ასე

თუ ხრტილი თხელდება, ძვლები პრაქტიკულად მიყოლებით იფშვნება. დააღწიეთ ტკივილს თავი ასე


სახსრების დაშლის მექანიზმის ძირითადი ჩამრთველი ფაქტორები არიან ჰორმონალური დარღვევები, მეტისმეტი ფიზიკური დატვირთვები, ტრამვები, მოძრაობის უკმარისობა (ეს უფრო ქალაქის მცხოვრებლებს ეხებათ), სისხლის მიმოქცევის დარღვევა.



მაგრამ, სხეულის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, ხრტილს აქვს რეგენერირების უნარი. ეს პროცესი პირდაპირ დამოკიდებულია ადამიანის ყოველდღიურ რაციონზე. რათქმაუნდა, დიეტა ვერ იქნება მაშველი რგოლი გამოჯანმრთელობის გზაზე, საჭიროა სრულფასოვანი მკურნალობა.



ხშირად ძირითად საექიმო თერაპიად გვევლინებიან ხონდროპროტექტორების ჯგუფის პრეპარატები: მათ შეუძლიათ ხრტილში აღდგენითი პროცესების გააქტიურება, ასევე მისი სიმყარის გაზრდა.



თუმცა, საკუთარ მენიუში გარკვეული საკვების დამატებით ასევე შეიძლება ხრტილის კვება და მისი ფუნქციონირებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა. ეს ნივთიერებები პირველ რიგში სჭირდებათ იმათ, ვისაც აწუხებთ სახსრების ტკივილი.

ხრტილის ქსოვილის აღდგენა

1. კოლაგენი

ხრტილებში ეს ცილა ქმნის ერთგვარ ქსელს, რაც მას კარკასად მოევლინება სიმყარისა და დრეკადობის მისანიჭებლად. კოლაგენით მდიდარია ისეთი კერძები, როგორებიცაა ლაბა, ლაბა-სხმული ან ხილის ჟელე, მაგრამ არ ღირს მათი ჭარბად მიღება.



სახსრებით დაავადებულებს ექიმები ასევე ურჩევენ რაც შეიძლება ხშირად მიიღონ უცხიმო ხორცი, თევზი და რძის პროდუქტები. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს თავად გამოიმუშავოს კოლაგენი.



2. გოგირდი და სელენი

გოგირდი - განსაკუთრებული მიკროელემენტია, რომელიც ძალიან საჭიროა პროტეოგლიკანების (ხრტილის დანამვის უზრუნველმყოფი მოლეკულების) გამომუშავებისათვის. ხშირად ხრტილოვანი პრობლემების დროს პროტეოგლიკანების რაოდენობა მცირდება: შემაერთებელი ქსოვილი ხდება მშრალი და მტვრევადი. აი ასეთ ფონზე თუ ჩნდება გოგირდის დეფიციტი, მაშინ ტკივილშეგრძნებები ძლიერდებიან.



ხრტილების კარგი საცხით უზრუნველსაყოფად საჭიროა არა მარტო გოგირდის, არამედ სელენის მარაგის შევსება. მის გარეშე გოგირდი ვერ გახდება ხრტილისათვის კარგი სამშენებლო მასალა. ამიტომ ექიმები დაჟინებით მოუწოდებენ კვების რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვას, როგორებიცაა: კვერცხი, საქონლის ხორცი, რძე, ქათამი, კეტა, ვირთევზა, ზღვის ქორჭილა, პარკოსნები და ბურღლეული.



3. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები

ეს განსაკუთრებული მჟავები ფლობენ ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს, აგრეთვე ააქტიურებენ ხრტილში აღდგენით პროცესებს. ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის შესავსებად აუცილებელია ქაშაყის, ორაგულის, სარდინისა და სკუმბრიას რეგულარული მოხმარება. ეს პროდუქტები გამორჩეულად კალორიულები არიან, ამიტომ უმჯობესია მათი შებოლვა ან დაბრაწვა.



თქვენ მეგობრებსაც დააინტერესებს ინფორმაცია ხრტილებისათვის სასარგებლო პროდუქტების შესახებ! ამიტომაც აუცილებლად გაუზიარეთ მათ იგი!