აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს ყოველდღე სახეს. ერთ თვეში ჩემს შვილს გამონაყარი სულ მთლად გაუქრა.

აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს  ყოველდღე სახეს. ერთ თვეში  ჩემს შვილს  გამონაყარი  სულ მთლად გაუქრა.
ჩემს ვაჟს გარდატეხის ასაკში სახეზე გამუდმებით აყრიდა. მაღალმთიან რაიონში ვცხოვრობთ, ამიტომ ჩემი ვაჟი პირველად ადგილობრივმა ექიმმა გასინჯა და ფურუნკულოზის დიაგნოზი დაუსვა. გამოგვიწერა რამდენიმე წამალი, რომლებიც ძირითადად კანის პრობლემებისთვის იყო განკუთვნილი. რამდენიმე ხანში გამონაყარი გაქრა, მაგრამ მერე ისევ გაჩნდა.
მე სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ უამისოდაც მივხვდი, რომ კანი არაფერ შუაში იყო, გამონაყარის მიზეზი ორგანიზმის შეგნით იყო საძიებელი და მკურნალობაც სწორედ მას სჭირდებოდა.
საგონებლეში ჩავვარდი - ქალაქში ჩამოსვლა ჩვენთვის ადვილი არ იყო. ჩემი გასაჭირი მეზობლებმა შეიტყვეს. ერთმა მათგანმა დამამშვიდა, ერთ წამალს გასწავლი და აბა, სცადე, იქნებ უშველოსო.

წამალი ადვილი მოსამზადებელი აღმოჩნდა:

დაგჭირდებათ:
  • 1 ს/კ ჭინჭრის ფესვი
  • 0,5 ს/კ დანაყილი ნიორი

მომზადების წესი:
მინის ქილაში უნდა ჩაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, შიგნით ჩაყაროთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალდანაყილი ნიორი. ქილას მჭიდროდ უნდა დაახუროთ თავსახური და დადგათ სიბნელეში 6-8 დღით. შემდეგ გაწუროთ, გადაასხათ მინისავე ბოთლში და მჭიდროდ დაუცოთ თავი. ბოთლი აუცილებლად ბნელ და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.

გამოყენების წესი:
აი, ამ ნახარშით ვუწმენდდი ჩემს ვაჟს ყოველდღე სახეს. თუ წინათ წყლულის შეხორცების შემდეგ ნაიარევი რჩებოდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი აბსოლიტურად იწმინდებოდა. ერთ თვეში ჩემს შვილს გამონაყარი სულ მთლად გაუქრა.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი