ერთმა უცნობმა ქალბატონმა მასწავლა, როგორ მემკურნალა გამონაყარისთვის
ცხიმიანი კანი მაქვს, ახალგაზრდობაში კანზე გარდატეხის ასაკის მანიშნებელი გამონაყარი გამიჩნდა, რომელიც მოწიფულ ასაკშიც შემომრჩა. ყველა მეუბნებოდა, გაქრება, როცა სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებო, მაგრამ ნურას უკაცრავად, გამონაყარი მოცილებას არ აპირებდა. რა აღარ ვცადე. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იყო, რით აღარ მკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მირჩევდნენ, ბევრი ვიტამინი მიმეღო და მეც სამი ადამიანის სამყოფს ვიღებდი. გარკვეული ხნის შემდეგ გავარკვიე, რომ "ვიტამინი", რომელიც ასე ძლიერ სჭირდებოდა ჩემს ორგანიზმს, წითელი პომიდორი იყო. რეცეპტი სანაპიროზე სეირნობის დროს ერთმა უცნობმა ქალბატონმა მასწავლა, რისთვისაც მისი დიდი მადლობელი ვარ.
- აიღეთ ერთი მოზრდილი მწიფე პომიდორი, გაფცქვენით და კარგად დააქუცმაცეთ. დაამატეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი (მისი ყიდვა აფთიაქშია შესაძლებელი ). ეს ნიღაბი დაიდეთ წინასწარ ორთქლით კარგად დამუშავებულ სახეზე და 10-15 წუთს გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი 1 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა იკეთოთ. უმჯობესია, ბოსტანში დამწიფებული პომიდორი გამოიყენოთ, სათბურში გამოზრდილი საამისოდ არ გამოგადგებათ. - 1 ჩაის კოვზ გვირილის ყვავილს ვასხამთ ნახევარ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ნახევარი საათით ვაყენებთ, ვწურავთ და ვურევთ ნახევარ ჩაის ჭიქა რძის შრატს. ამ ხსნარით ვიწმენდთ სახეს მთელი დღის განმავლობაში.
- კრემები და ლოსიონები მუწუკებს ყოველთვის არ შველის, ზოგჯერ კი შეიძლება, სრულიად საპირისპირო შედეგიც მიიღო.
თავდაპირველად დაგჭირდებათ კრაზანა. ნედლი იქნება თუ გამხმარი, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 3-4-ჩაის კოვზი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 1 ლიტრ ცივ წყალში და წამოადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ სახურავი, ასე გააჩერეთ გაგრილებამდე (დაახლოებით 1 საათს) და გაფილტრეთ. ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში.
თუ ასეთი ყინულით სახეს ყოველ დილით გაიწმენდთ, მუწუკების კვალიც კი აღარ დაგრჩებათ.