როგორ დავიკლოთ წონა დიეტის გარეშე

როგორ დავიკლოთ  წონა   დიეტის გარეშე
მემკვიდრეობით მერგო მგლის მადა და სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ჩემს გვარში გამხდარ ადამიანს, სანთლით რომ ეძებოთ, ვერ იპოვით. მამაკაცები მხარბეჭიანები და ჯან-ღონით სავსენი არიან. ასეთები ვართ ქალებიც, რაც, დამეთანხმეთ, მოსაწონი სულაც არ არის, ამიტომაც რაც თავი მახსოვს, სულ დიეტაზე ვარ და წონის დაკლებას ვცდილობ. დიეტებით რვეულები მაქვს სავსე, მაგრამ სასურველ წონას მაინც ვერა და ვერ მივაღწიე. რამდენიმე ხნის წინ ერთმა მეგობარმა, პროფესიით ექიმმა, მირჩია, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაზე იზრუნე და შედეგი თავისთავად მოვაო. ხანგრძლივი ძიების შემდეგ მივაგენი რეცეპტს, რომელიც სამკურნალო მცენარეებისგან ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებელი საშუალების დამზადების წესს შეიცავდა. ჯერ თავად არ მისინჯავს, მაგრამ გადავწყვიტე, სხვებისთვისაც გამეგებინებინა, რომ ასეთი რამ არსებობს და მალე გამოვცდი კიდეც, მაგრამ სტიმულისთვის იმის ცოდნა მჭირდება, რომ ჩემთან ერთად ამას სხვაც გააკეთებს.


  • აიღეთ 15 - 15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილები, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში, შემდეგ აიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ ჩაისავით, გადაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა დღეში 2 - 3 - ჯერ.

  • ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ძალიან სასარგებლოა ყაბაყისა და ბადრიჯნის ჭამა.

  • მადას მშვენივრად აქვეითებს სიმინდის ულვაშის ნაყენი: 1 სადილის კოვზს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი და ყოველი ჭამის წინ დალიეთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი