სკუმბრიას მთლიანად არ ვაცხობ: იმისათვის რომ გაიკეთოს მოწითალო კანი, როგორც შემწვარ კარჩხანას, ვუმატებ...

სკუმბრიას მთლიანად არ ვაცხობ: იმისათვის რომ გაიკეთოს მოწითალო კანი, როგორც შემწვარ კარჩხანას, ვუმატებ...
სკუმბრია არაჟნით
გთავაზობთ არაჟანში გამომცხვარი სკუმბრიას კიდევ ერთ საინტერესო რეცეპტს, მისი ეშხი იფარება არაჟნისა და თევზის ერთმანეთთან შეხამებაში
ასეთი სკუმბრია მზადდება ხახვის ბალიშზე, რამდენადაც მეტია ხახვი, მით უფრო არომატულია კერძი, თუ თქვენ მოგბეზრდათ სტანდარტული მარინადები, თუ თქვენ გსიამოვნებთ თევზის ნაჭრის გასინჯვა, შეიარაღდით მომზადების ასეთი წესით
ინგრედიენტები
  • სკუმბრია 2ც
  • არაჟანი 100გრ
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ხახვი 2ც
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი
  1. გამოწელით სკუმბრია, მოაცალეთ თავი, გადაჭერით ზურგზე და გამოაცალეთ ფხა, ყოველი ნახევარი გაჭერით 3 ან 4 ნაწილად.
  2. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა და წაუსვი არაჟანი ყოველ ნაწილს.
  3. დაჭერით ხახვი მსხვილ რგოლებად
  4. საცხობ ფორმას წაუსვი ზეთი დააფინე ზედ ხახვი და ზემოდან დაალაგე სკუმბრია
  5. გადააფარე ფოლგა და შედგი 190 გრადუსზე 30 წუთი
  6. 10 წუთით ადრე გამოცხობამდე მოხსენით თავზე ფოლგა და გადაბრაწეთ

მიირთვით სკუმბრია ბრინჯით ან კარტოფილის პიურეთი, ასევე ასე დამზადებული თვზი მოუხდება მოთუთქულ ბროკოლს- დაიმახსოვრეთ !