როგორ მოვამზადოთ სწრაფად უნაზესი სკუმბრია გარნირთან ერთად: ვდგამ ღუმელში და ვაგრძელებ ჩემს საქმეებს
სკუმბრია - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი კერძია, რომელსაც რესტორნებში გტავაზობენ, ან შინ ამზადებ, ან კიდევ ბუნებაში. ჩვენ თქვენი გაოცება გვსურს და გთავაზობთ ფარშირებული სკუმბრიის რეცეპტს. თუ მას ამგვარად მოამზადებთ, გარნირზე ზრუნვა არ მოგიწევთ. ეს ძალიან მოხერხებულია: ორი კერძი ერთში!
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 5-6 ცალი სკუმბრია
- 5 ცალი კარტოფილი
- 30 გრ მაიონეზი
- ლიმონის წვენი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
- გაწმინდეთ სკუმბრია, მოაცილეთ თავი და შიგნეულობა, მოაყარეთ მარილი და პილპილი და დაასვენეთ 15 წუთით. შემდეგ წაუსვით მაიონეზი. გადაკეცეთ ფოლგა 2-3 ფენად, მოათავსეთ მასზე სკუმბრია.
- კარტოფილი გაფცქვენით და სლაისებად დაჭერით, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოათავსეთ სკუმბრიაში. კარგად შემოახვიეთ ფოლგა და მოათავსეთ საცხობ ფორმაში.
- შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმლში 45-50 წუთით.
გემრიელად მიირთვით!