სწრაფად დამარინადებული სკუმბრია. სასიამოვნო და არომატული გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ

სწრაფად დამარინადებული სკუმბრია. სასიამოვნო და არომატული გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ
იშვიათია ადამიანს არ უყვარდეს თევზეული და მით უმეტეს დამარინადებულ სკუმბრიაზე ამბობდეს უარს. მაშ ასე, როგორ მოვამზადოთ სწარად და მარტივად დამარინადებული სკუმბია?

საჭირო მასალა:

  • სკუმბრია- 3ცალი
  • მარილი- 3ს.კ
  • მცენარეული ზეთი- 0,5ჭიქა
  • წყალი- 1ჭიქა
  • შავი წიწაკის ბურთულები- 5ცალი
  • ხახვი- 5ცალი
  • შაქარი- 1ს.კ
  • ძმარი- 0,5 ჭიქა
  • კამა- 1კონა
  • დაფნის ფოთოლი- 2ცალი


მომზადების წესი:

  1. თუ გაყინული სკუმბრია გაქვთ, გაალღვეთ. მოაშორეთ ლანი და ფარფლები, მოაჭერით თავი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
  2. ხახვი დაჭერით რგოლებად, კამა კი წვრილად. შაქარი და მარილი ერთმანეთში აურიეთ.
  3. ქილაში ჩააწყვეთ სკუმბრიანს ნაჭრები ფენებად. თითო ფენას მოაყარეთ მარილი და შაქარი, შემდეგ კი კამა და ხახვი.
  4. წყალი აურიეთ 9 %-იან ძმარში და მცენარეულ ზეთში. მოასხით მარინადი სკუმბრიას, დაუმატეთ წიწაკის მარცვლები და დაფნის ფოთლები. შედგით მაცივარში მინიმუმ 6 საათი.
  5. დამარინადებული სკუმბრია მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ ახალდაჭრილი ხახვი.


გემრიელად მიირთვით.