როგორ დავამარინადოთ სახლში სკუმბრია ისე, რომ სუნიც კი არ დადგეს

როგორ დავამარინადოთ სახლში სკუმბრია ისე, რომ სუნიც კი არ დადგეს
დამარინადებული სკუმბრია, უგემრიელესი თევზია და მას ძალიან უხდება გარნირად კარტოფილი. სახლის პირობებში თევზის დამარინადების პროცესი იმდენად მარტივია, რომ მომზადების რომელიმე ეტაპზე შეცდომის დაშვება შეუძლებელია. ასე რომ, აუცილებლად სცადეთ.

საჭირო მასალა:

  • წყალი 1ლ
  • მარილი 3 ს/კ
  • მწვანე ჩაი 2 ს/კ
  • ქინძის მარცვლები 1მწიკვი
  • სკუმბრია 2 ცალი
  • შაქარი 2 ს/კ
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი


მომზადების წესი:

1.სკუმბრია გარეცხეთ, მოაჭერით თავი, კუდი და ფარფლები, გაასუფთავეთ და შიგნიდანაც კარგად გარეცხეთ.

2. წყალში გახსენით შაქარი და მარილი, დაუმატეთ ორი თავი ხახვის ფოთოლი და ჩაის ნაყენი. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და ქინძის მარცვლები.

3. მარინადი დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე.
4. მიღებული მარინადი დაასხით სკუმბრიას და 3 დღით შედგით მაცივარში.

5. დღის შემდეგ თევზი შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.