როგორ დავამარილოთ სკუმბრია, ყველაზე საუკეთესო მეთოდი!, ასეთ ნაზსა და პიკანტურ თევზს მაღაზიაში ვერ ნახავთ

როგორ დავამარილოთ სკუმბრია, ყველაზე საუკეთესო მეთოდი!, ასეთ ნაზსა და პიკანტურ თევზს მაღაზიაში ვერ ნახავთ
როგორც ხედავთ სკუმბრია უნდა შედიოდეს თქვენს ბალანსირებულ საკვებ რაციონში, ამ თევზს შეუძლია დიდი სიამოვნება მოგანიჭოთ თუ მას გემრიელად მოამზადებთ, მე გიამბობთ როგორ შეიძლება დაამარილოთ სკუმბრია სულ რაღაც 2 საათში. ფილე გამოდის ძალიან ნაზი გემრიელი, ასეთ გემრიელობას მაღაზიაში ვერ შეიძენთ!

ინგრედიენტები

  • სკუმბრია 1ც
  • მარილი 5 სადილის კოვზი
  • ბაჰარი ( დუშისტი პერიცსა) 5 ც.
  • ხახვი 1 ც.
  • წყალი 1ლ.
  • შავი წიწაკის მარცვლები 6-8ც.
  • დაფნის ფოთოლი 3-4 ც.

მომზადების წესი

  1. გაადნეთ გაყინული სკუმბრია, გაასუფთავეთ მოაჭერით თავი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად
    როგორ დავამარილოთ სკუმბრია, ყველაზე საუკეთესო მეთოდი!, ასეთ ნაზსა და პიკანტურ თევზს მაღაზიაში ვერ ნახავთ
  2. მარინადის მოსამზადებლად, ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, გასუფთავებული ხახვი, დაფქვილი და მარცვალი შავი წიწაკა, დაფნის ფოთოლი .ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ

  3. გაცივებულ მარინადში ჩაალაგეთ სკუმბრიას ნაჭრები, დააფარეთ თავი და დადგით 2 საათით.

  4. 2 საათის შემდეგ ამოიღეთ სკუმბრია, რომელიც შეგიძლიათ მიართვათ სტუმრებს და ოჯახის წევრებს, თევზი არ დატოვოთ 2 საათზე მეტად მარინადში თორემ ძალიან მარილიანი გახდება.


გილოცავთ შემარილებული სკუმბრია მზადაა! თუ მომზადებულ მარინადს არ მიართმევთ მაშინვე, ამოიღეთ ჩაალაგეთ ქილაში და შდგით მაცივარში, ასეთი სახით სკუმბრია შეგიძლიათ შეინახოთ 3 დღე , ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ თქვენ ძალიან მალე შეძლებთ მის გაკეთებას. მიირთვით გემრიელად!