ერთმა კვალიფიციურმა ფიტოთერაპევტმა შაკიკის სამკურნალოდ ეს ხალხური რეცეპტები მირჩია
წლობით ვიტანჯებოდი თავის ტკივილით. ვინ მოთვლის, რამდენი აბი გადამიყლაპავს და ინექცია გამიკეთებია, მაგრამ შაკიკს თავი ვერ დავაღწიე. ხალხური მედიცინა შაკიკის საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ცხადია, ყველას ვერ გამოვცდიდი. ერთი კვალიფიციური ფიტოთერაპევტის რეკომენდაციით, რამდენიმე რეცეპტზე შევჩერდი.
- შეტევის დროს აიღეთ 1 საჩაროზე კოვზი ბაღის პიტნა და დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩეროთ 20-30 წუთი, გაწუროთ და ჩაისავით დალიოთ.
- აიღეთ 150 გრამი წვრილად გახეხილი პირშუშხა, დაამატეთ 0,5 კგ ქერქიანად დაჭრილი, კურკაგამოცლილი ფოთოხალი, 300 გრამი შაქარი და აურიეთ. დაასხით ამ ნარევს 1 ლ წითელი მშრალი ღვინო და თავდახურული ჭურჭლით ორთქლის აბაზანაში 1 საათის განმავლობაში ადუღეთ. რომ გაცივდება, გაწურეთ. ჩენჩოც კარგად გამოწურეთ. გამონაწური შეგიძლიათ გადაყაროთ, წვენი კი მომინანქრებულ ჭურჭელში გადაასხით და მიიღეთ მესამედი ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
- თავის ტკივილებს, მათ შორის - შაკიკით გამოწვეულსაც, კარგად აამებს მწვანე ჩაი, რომელიც შაქრის ნაცვლად ასკილის ვაჟინით უნდა დაატკბოთ.
- შაკიკს უხდება თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევიც: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი და ყოველდღ, ჭამის დროს, მიირთვით.
- აიღეთ ახალი კომბოსტოს ფოთლები და მიიდეთ საფეთქელზე, კეფასა და შუბლზე.
- სვით მაყვლის ფოთლების ნახარში.
- კარგია ნესტოებში 2-2 წვეთი ალოეს წვენის ჩაწვეთება.
- აიღეთ ახალი ლიმონის ქერქი, მოაცალეთ თეთრი შრე და მიიდეთ საფეთქლებზე შიგნითა მხრიდან. მალე ქერქის ქვეშ, კანზე, გაჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და აგექავებათ. თავის ტკივილი მაშინვე გაგივლით.