ფრჩხილის და ტერფის სოკო შინაური წამლითაც შეგიძლიათ მოირჩინოთ...
რამდენიმე წლის წინ უეცრად შევამჩნიე, რომ ფეხის ფრჩხილის ფერი შემეცვალა, მოჭრისას სხვა ფრჩხილებთან შედარებით უფრო გარქოვანებული და სქელი იყო და თითქოს ფქვილივით იშლებოდა. მეგობარმა დამხედა თუ არა, მაშინვე მითხრა, რომ სოკოვანი დაავადება მქონდა და ასეთი მალამოს მომზადება მასწავლა:
- ნახევარლიტრიან ქილაში ჩადეთ კვერცხი, დაასხით 70%-იანი ძმრის ესენცია - იმდენი, რომ კვერცხი დაფაროს და შედგით მაცივარში, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ დაუმატეთ ნაღების კარაქი ან ნებისმიერი ცხიმი, კარგად აურიეთ და წაისვით ძილის წინ დაბანილ ფეხებზე, მხოლოდ დაზიანებულ ადგილებზე, რომ საღი კანი არ დაგეწვათ. ამოიცვით ბამბის წინდები და ისე დაიძინეთ.
თუ ტერფის სოკო დაგესხათ თავს, გასწავლით, როგორ დაიცვათ მისგან თავი. - ნახევრლიტრიან ქილაში ჩაასხით 50 გრამი 90%-იანი ძმრის ესენცია, ჩააგდეთ შიგ 1 ცალი ქათმის კვერცხი. კარგად აურიეთ, თავზე დაახურეთ და სიგრილეში დადგით. არ შედგათ მაცივარში!
24 საათის შემდეგ დაუმატეთ 200 გრამი ნაღების კარაქი, კარგად აურიეთ და კიდევ 24 საათი გააჩერეთ იმავე ადგილას. ამის შემდეგ მალამო მზად არის. თხლად წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბანზე. გექნებათ წვის შეგრძნება, მაგრამ ცოტა უნდა მოითმინოთ და არ ჩამოიბანოთ. ასე გაიმეორეთ 3-4 დღე, მერე დაიბანეთ ფეხები და დააკვირდით - თუ სოკოს ნიშნებს კერ კიდევ ამჩნევთ, 3-4 დღიანი კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. გასწავლით მეორე ხერხსაც: - წვრილად დაჭერით 1-2 თავი ნიორი, მოათავსეთ დიდ ჭურჭელში, დაამატეთ 3/4 ჩაის ჭიქა ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი და დადგით მზის სინათლეზე 10 დღის განმავლობაში. მოურიეთ დღეში 2-3-ჯერ. მეთერთმეტე დღეს გაფილტრეთ, დაამატეთ 2-3 წვეთი ევკალიპტის ზეთი ან გლიცერინი, გადაასხით მინის მუქ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში 1 თვით.
ამის შემდეგ წამალი მზად არის. უკვე შეგიძლიათ, სოკოთი დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ. თუ წამლის მომზადება ვერ მოასწარით, ინფექცია კი უკვე შეგეყარათ, შეგიძლიათ, დაზიანებულ ადგილებზე წაისვათ ლიმონის წვენი ან გახეხილი ნივრისა და ნაღების კარაქის ნარევი, თანაფარდობით 1:1.