კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს და სახსრების სამკურნალოდ. შედეგი გაგაოცებთ!

კვერცხის მალამო ფრჩხილის სოკოს  და სახსრების სამკურნალოდ. შედეგი გაგაოცებთ!
კვერცხისა და ძმრის მჟავისგან მომზადებული მალამო სოკოსა და სახსრების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. მისი მომზადება უმარტივესია და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.

ინგრედიენტები:
  • 1 ცალი კვერცხი
  • 70 %-იანი ძმრის მჟავა
  • ვაზელინი

მომზადების წესი:
დაახლოებით 200 - 250 გრამიან შუშის ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი (ნაჭუჭიანად, არ გატეხოთ! ), დაასხით ძმრის მჟავა იმდენი, რომ კვერცხი დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 3 - 4 დღით. ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება და დაემსგავსება მოხარშულს. ე.ი. ნაჭუჭი "გაქრება" და დარჩება მხოლოდ აპკი. კვერცხი ამოიღეთ სითხიდან (დარჩენილი ძმრის მჟავა აღარ გჭირდებათ და გადააქციეთ), გააცალეთ აპკი, მთლიანი კვერცხი - ცილაც და გულიც დაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში. მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შეურიეთ ვაზელინი იმდენი, რომ მალამოს კონსინსტენცია მიიღოს, დაახლოებით 1 - 2 ჩაის კოვზი საკმარისია, კარგად აურიეთ და მალამო მზადაა. შეგიძლიათ ვაზელინის ნაცვლად გამოიყენოთ კარაქი, მაგრამ კარაქი ტანსაცმელს გაგიცხიმიანებთ, ამიტომ უმჯობესია ვაზელინი, რომელიც ლაქებს არ დატოვებს.

გამოყენება:
ფეხის ან ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე ან ფრჩხილებზე დილა - საღამოს, სრულ განკურნებამდე. სახსრების ტკივილის, ართრიტის, ართროზების დროს მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში. შედეგი გაგაოცებთ!
გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას, აქვს მძაფრი სუნი და შესაძლოა გამოყენების დროს თვალების ან სასუნთქი გზების წვის შეგრძნება გამოიწვიოს, ამიტომ გამოიყენეთ სიფრთხილით. ასევე, ძმრის შემცველობის გამო შესაძლოა კანი გამოიშროთ და აგექერცლოთ, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ, მკურალობის კურსის დროს წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემები. მალამო შეინახეთ გრილ ადგილას.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი