საოცარი მალამო! რომელიც კურნავს სახსრებს და ფრჩხილის სოკოს. შედეგი გაგაოცებთ!

საოცარი მალამო!  რომელიც კურნავს სახსრებს და ფრჩხილის სოკოს. შედეგი გაგაოცებთ!
კვერცხისა და ძმრის მჟავისგან მომზადებული მალამო სოკოსა და სახსრების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა. მისი მომზადება უმარტივესია და ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს.

დაგვჭირდება:
  • 1 ც კვერცხი
  • 70% - იანი ძმრის მჟავა
  • ვაზელინი

მომზადების წესი:
დაახლოებით 200 - 250 გრამიან შუშის ქილაში მოათავსეთ კარგად გარეცხილი მთლიანი კვერცხი ( ნაჭუჭიანად, არ გატეხოთ! ), დაასხით ძმრის მჟავა იმდენი, რომ კვერცხი დაიფაროს, დაახურეთ ხუფი და დატოვეთ 3 - 4 დღით. ამ პერიოდის განმავლობაში კვერცხის ნაჭუჭი დარბილდება და დაემზგავსება მოხარშულს. ე.ი. ნაჭუჭი "გაქრება" და დარჩება მხოლოდ თეთრი აპკი. კვერცხი ამოიღეთ სითხიდან ( დარჩენილი ძრის მჟავა აღარ გჭირდებათ და გადააქციეთ ), გააცალეთ აპკი, მთლიანი კვერცხი - ცილაც და გულიც დაჭყლიტეთ და გაატარეთ საცერში. მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შეურიეთ ვაზელინი იმდენი, რომ მალამოს კონსისტენცია მიიღოს, დაახლოებით 1 - 2 ჩაის კოვზი საკმარისია, კარგად აურიეთ და მალამო მზადაა. შეგიძლიათ ვაზელინის ნაცვლად გამოიყენოთ კარაქი, მაგრამ კარაქი ტანსაცმელს გაგიცხიმიანებთ, ამიტომ უმჯობესია ვაზელინი, რომელიც ლაქებს არ დატოვებს.

გამოყენების წესი:
ფეხის ან ფრჩხილის სოკოს შემთხვევაში მალამო წაისვით სოკოთი დაზიანებულ კანის უბნებზე ან ფრჩხილებზე დილა - საღამოს, სრულ განკურნებამდე. სახსრების ტკივილის, ართრიტის, ართროზების დროს მალამო შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში. შედეგი გაგაოცებთ!

გათვალისწინეთ, რომ ვინაიდან მალამო შეიცავს ძმრის მჟავას, აქვს მძაფრი სუნი და შესაძლოა გამოყენების დროს თვალების ან სასუნთქი გზების წვის შეგრძნება გამოიწვიოს, ამიტომ გამოყენეთ სიფრთხილით. ასევე, ძმრის შემცველობის გამო შესაძლოა კანი გამოგიშროთ და აგექერცლოთ, მაგრამ არ შეშინდეთ, უბრალოდ მკურნალობის კურსის დროს წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი ან დამატენიანებელი კრემები. მალამო შეინახეთ გრილ ადგილას.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური