ყურადღება: საშიში რძე! სასარგებლო პროდუქტის უსიამოვნო სიურპრიზები.
მართლა მავნეა რძე!?
თუ მომხმარებლებს ვკითხავთ, თუ როგორი უნდა იყოს რძე, უმრავლესობა უპასუხებს: ახალი, ნატურალური, გემრიელი, საოჯახო. სწორედ ამ კრიტერიუმებზე პირველ რიგში უნდა გამახვილდეს ყურადღება ყიდვის დროს. მაგრამ არის კი ახალი და ნატურალური პროდუქტი ხარისხიანი, თუ ის მიღებულია დაავადებული ცხოველისგან? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისათვის, რომ არ დავაზიანოთ საკუთარი ჯანმრთელობა?
რძის შერჩევის კრიტერიუმები
ჯანმრთელი ძროხები
სუფთა რძე მიიღება მხოლოდ ჯანმრთელი ძროხებისგან. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწარმოებელმა კეთილსინდისიერად, და არა მოჩვენებით, გააკონტროლოს ცხოველების ჯანმრთელობა.
1. მასტიტი
მასტიტი - ცხოველის სარძევე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა. მისი გამომწვევია უპირატესად სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი. საერთაშორისო რძის ფედერაციის (IDF) მონაცემებით მასტიტის სხვადასხვა ფორმებით დაავადებულია ძროხების 12-დან 80%-მდე. დაავადებულ ძროხებში რძესთან ერთად გამოიყოფა ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ საკვებით მოწამვლა.
იმის გამო, რომ მასტიტი ხშირად ვითარდება ფარული ფორმით, მისი დიაგნოსტირება ხერხდება რძეში სომატური უჯრედების რაოდენობის მიხედვით. სომატური უჯრედები ჯანმრთელი ძროხების რძეშის არის, მაგრამ მისი რიცხვის გაზრდა მოწმობს ძროხების დაავადებაზე და რძის უვარგისობაზე.
თეორიულად ყველა ძროხა უნდა იყოს ვეტერინარის კონტროლის ქვეშ და ჰქონდეს შესაბამისი დოკუმენტი. მაგრამ ერთი ძროხის პატრონისათვის ეს ერთობ ძვირი ფუფუნებაა. რეალური კონტროლის განხორციელება შეუძლია მხოლოდ ფერმერულ მეურნეობას, რომელიც აწვდის რძეს მსხვილ დამამზადებლებს.
2. ტუბერკულოზი
საერთაშორისო შეფასებით არსებობს ცხოველთა 28 ინფექციური დაავადება, რომელიც გადაიცემა რძის მეშვეობით. მაგალითად, ტუბერკულოზის ინფექცია შეიძლება გადადიოდეს ავადმყოფი ძროხების გზით იმიტომ, რომ რქოსანი საქონლის ტუბერკულოზის გამომწვევი პათოგენურია ადამიანისთვისაც. მისდამი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები.
3. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ლეიკოზი
სტატისტიკით ყოველი მეხუთე მეძუძუე ცხოველი დაავადებულია ლეიკოზით. ამ ვირუსის შეყრისას ზიანდება სისხლწარმომქმნელი სისტემა და იმავდროულად ცხოველის ორგანოებში და ქსოვილებში ჩნდებიან კიბოს წარმონაქმნები. საგანგაშოა ის, რომ დღემდე არ არის შესწავლილი ადამიანის ორგანიზმზე ლეიკოზის ვირუსის გავლენა.
დანამატების არარსებობა
უცხო წარმოშობის ნებისმიერი დანამატი აკნინებს რძის ყველა ღირსებას. არსებობს ფალსიფიკაციის და უბრალოდ რძის "სიცოცხლის" გახანგძლივების უამრავი საშუალება.
1. მელამინი
2008 წლის ოქტომბერში გაირკვა, რომ ზოგიერთი ჩინური კომპანია რძეს უმატებდა მელამინს ცილას კონცენტრაციის ამაღლების მიზნით. იყო ცნობა, რომ უხარისხო რძის პროდუქციით მოწამლული ბავშვების რაოდენობამ შეადგინა 300 ათასი სული, მათგან 53 ათასი - ჩინეთში, დაიღუპა ექვსი ბავშვი და 100 კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
ახალ რძეში მოხვედრისას მელამინის გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ადამიანის ამ ქიმიკატით მოწამვლის შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს - ნივთიერება ხელს უწყობს თირკმელებში კენჭების და საშარდე გზებში წყლულების გაჩენას, აგრეთვე იწვევს კანისა და თვალის ლორწოს გაღეზიანებას.
2. ანტიბიოტიკები
როგორი რძის პროდუქტი არ უნდა იყიდოთ, მასში, დიდი ალბათობით, იქნებიან ანტიბიოტიკები. თუ ძროხებს ჰკურნავდნენ ანტიბიოტიკებით ან ჰორმონებით, ეს ნივთიერებები აუცილებლად გადავლენ რძეში.
წესით დაავადებული ძროხა უნდა გამოჰყონ ჯოგისგან სამი კვირის მანძილზე (სწორედ ამდენი დროა საჭირო ორგანიზმიდან ანტიბიოტიკების ბუნებრივად გამოყვანისათვის), ხოლო მისგან მოძველილი რძე უნდა გადაიღვაროს კანალიზაციაში. მაგრამ რძის ფერმებში წავლენ ასეთ ფუფუნებაზე? შედეგად კი რძე - ჯანმრთელი და დაავადებული - აღმოჩნდება რძის ქარხნის საერთო ცისტერნაში.
3. რძის ცხიმის შემცვლელები
არაჟანში, ხაჭოს ნაწარმში, რბილ ყველში მწარმოებლები მოურიდებლად ამატებენ რძის ცხიმის შემცვლელებს. ეს ძლიერ ამცირებს წარმოების თვითღირებულებას და ზრდის მოგებას იმიტომ, რომ რძის ცხიმის შემცვლელები იაფი ღირს (მათ აკეთებენ ქოქოსის ან პალმის ზეთისგან).
რძეში უნდა იყოს მხოლოდ რძის ცხიმი და აუცილებლად ეტიკეტში მითითებული რაოდენობით. რძეში არანაირი მცენარეული ზეთი არ უნდა იყოს. მართალია, მცენარეული ცხიმით უფრო ხშირად სხვა ცხიმიან რძიან პროდუქტებს "ამდიდრებენ", რძეშიც ხანდახან გვხვდება ცხიმის ჩანაცვლება.
4. ნიტრატები
თუ ძროხებს საკვების რაციონში ჭარბად აქვთ ნიტრატები, მაშინ ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოვლინდებიან რძეში. ყველაფერი ზომაზეა დამოკიდებული. მცირე დოზებით ნიტრატებს ჯერ არავისთვის არ მიუყენებიათ ზიანი.
მაგრამ, ზოგჯერ, კეფირის წარმოებაში ტექნოლოგები აწყდებიან სიტუაციას, როდესა რძე უარზეა ამჟავდეს. ეს ნიტრატების კონსერვანტების ბრალია. ასეთ დროს ამბობენ ჯანმრთელობისათვის მავნე ნიტრატულ ჭარბ დოზირებაზე.
5. პესტიციდები - მცენარეთა მავნებლებთან მებრძოლი შხამქიმიკატები - რძეში ხვდებიან კვების ჯაჭვის მეშვეობით. ერთია დამამშვიდებელი: მას შემდეგ, რაც 30 წლის წინ აიკრძალა DDT ტიპის წარმოება (ის ყველაზე მდგრადია შხამის დაშლის თვალსაზრისით), რძის დაბინძურება ნელა, მაგრამ, მუდმივად, მცირდება. არადა, ჯერ კიდევ 80-იან წლებში რძის საბავშვო კვების ყოველი მესამე ნიმუში შეიცავდა დასაშვენ ნორმაზე ხუთჯერ მეტ DDT რაოდენობას.
6. რძის ფალსიფიცირება
რძის ფალსიფიცირება ხდება, მაგალითად, მასში სახამებლის, ცარცის, საპნის, სოდას, კირის, ბორის ან სალიცილის მჟავას, თაბაშირის დამატებით. სოდას ამატებენ რძის მჟავიანობის დასაწევად, ხოლო სახამებელს - მისი სისქელის ამაღლებისათვის. სახამებელიანი რძე, თუ მას დავუმატებთ იოდის რამდენიმე წვეთს, გალურჯდება, ხოლო ხარისხიანი რძე - გაღვითლდება.
რძის ხარისხის ტესტი
1. ყურადღებით გარეცხეთ ჭიქა და გადაავლეთ მას ადუღებული წყალი. ჩაასხით მასში რძე და არა მჭიდროდ დააფარეთ სახურავი. დღეღამის შემდეგ ხარისხიანი რძე უნდა ამჟავდეს.
2. თუ რძე არ ამჟავდა დღეღამის განმავლობაში - მასში არიან კონსერვანტები, მათ შორის, შესაძლოა, ანტიბიოტიკები.
3. რძე ამჟავდა ვადაში, მაგრამ არ წარმოქმნა ჟელეს მსგავსი მაწონი - ის გაზავებულია წყლით.
4. რძე ამჟავდა ვადაში, მაგრამ ზემოთ არ წარმოიქმნა არაჟანის ფენა - რძე დამუშავებულია სეპარატორში და ხელოვნურად არის განცხიმული.
5. საერთოდ არ მჟავდება და იძენს ძალიან უსიამოვნო სუნს - ეს არის რძე-სუროგატი, შესაძლოა, ფხვნილის.
ითვლება, რომ მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში რძის ათვისებას ადგილი არა აქვს, მაგრამ ეს აზრი მთლად უდავო არ არის. მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სამედიცინო-კვლევითმა ცენტრმა - ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ (Harvard Medical School) - ოფიციალურად ამოიღო ცხოველური წარმომავლობის მოუხდელი რძე ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტების სიიდან.
ამისდა მიუხედავად ირკვევა, რომ რძის ზომიერი და პერიოდული მოხმარება სრულიად დასაშვებია და უსაფრთხოა. საუბარი იმაზეა, რომ დიდი ხნის განმავლობაში რზე შეცდომით ითვლებოდა ადამიანის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის და დღეგრძელობისათვის მნიშვნელოვან პროდუქტად. დღეს კი მას ჩამოერთვა თავისი პრივილიგირებული სტატუსი.
ვისღა დავუჯეროთ: იმათმ ვინც საუბრობს რძის სარგებელზე, თუ იმათ, ვინც ამტკიცებს, რომ რძე მოზრდილი ადამიანისათვის მავნებელია? ალბათ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ოქროს შუალედი: უბრალოდ უნდა მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ.

თუ კი ჭიქა რძის დალევის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობთ - სვი ის და ჯანმრთელად იყავით!
თუ გეეჭვებათ რძის წარმომავლობა, განსაკუთრებით მაშინ როცა ის ნაყიდია ბაზარში ან კერძო სექტორში, აუცილებლად აადუღეთ მოხმარებამდე!