მყისიერი გაახალგაზრდავება: 5 ყველაზე ეფექტური გამწმენდი საშუალება

მყისიერი გაახალგაზრდავება: 5 ყველაზე ეფექტური გამწმენდი საშუალება
არსებობს უამრავი რეკომენდაცია, თუ როგორ გავუმკლავდეთ სახის კანის დეფექტებს. საკითხს გლობალურად უნდა მივუდგეთ - უნდა მივაქციოთ ყურადღება სწორ კვებას და ჰიგიენას. მნიშვნელოვანია, კანს სწორად მოვუაროთ და საგულდაგულოდ, ფრთხილად გავასუფთავოთ. რადგან თუ კოსმეტიკა არ გიხდებათ, ეს მხოლოდ აღვივებს პრობლემას. ჩვენს დღევანდელ სტატიაში მხოლოდ გამოცდილი საშუალებების რეცეპტებს მოვუყარეთ თავი. ნატურალური და სასარგებლო სილამაზე!

მაკიაჟის მოსაცილებელი გელი მშრალი ან ცხიმიანი კანისთვის


  • 1 ან 2 ჩ.კ. ტკბილი ნუშის ზეთი
  • ¼ ჭიქა ალოე ვერას გელი
  • ნებისმიერი ეთერზეთები

  • მომცრო თასში შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვარი მასის მიღებამდე. შეინახეთ მინის ქილაში. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ნუშის ზეთი შეცვალეთ ცოტაოდენი კასტილური თხევადი საპნით.

    სახის გამწმენდი საშუალება მშრალი კანისთვის

    • 20 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი
    • 1 ჭიქა კასტილური საპონი
    • 1 ს.კ. ნუშის ზეთი
    • 1 ჭიქა დისტილირებული წყალი

    მოურიეთ ყველა კომპონენტი, შეინახეთ მიღებული მასა მინის ქილაში და გამოიყენეთ საჭიროების შემთხვევაში.

    დაბანის ძირითადი საშუალება

    • 1-2 ს.კ. ზეთი
    • ½ ჭიქა კასტილური საპონი
    • 10 წვეთი ეთერზეთი

    მომცრო თასში მოურიეთ ინგრედიენტები. შეინახეთ მინის ქილაში. ამ ნარევის გამოყენება შესაძლებელია მრავალფუნქციური გამწმენდი საშუალების სახით. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ზეთი შეცვალეთ ალოე ვერას გელით. სკრაბის დასამზადებლად, უბრალოდ დაამატეთ დაფქული ყავა ნარევში.

    საშუალება ცხიმიანი კანისთვის


    • ¼ ჭიქა ვაშლის ძმარი
    • ½ ჭიქა ორგანიკული თაფლი
    • 10 წვეთი ჩაის ხის ზეთი

    შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. დაბანის დროს წაისვით სახეზე მცურე რაოდენობით ნარევი და ნაზად შეიზილეთ. ბამბის დისკის მეშვეობით მოიცილეთ და დაიბანეთ თბილი წყლით.

    სახის ქაფი ყველა ტიპის კანისთვის

    • 1/3 ჭიქა კასტილური საპონი
    • ½ ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
    • 10-15 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
    • 2/3 ჭიქა გაფილტრული წყალი

    მოურიეთ ინგრედიენტები, ჩაასხით მიღებული მასა მინის ქილაში და გამოიყენეთ საჭიროებისამებრ.