სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება! 10 ბრენდის პომადა, რომელიც სავსეა ტყვიით, ეს კი სუფთა სახის საწამლავია...

სასწრაფოდ მიაქციეთ ყურადღება! 10 ბრენდის პომადა, რომელიც სავსეა ტყვიით, ეს კი სუფთა სახის საწამლავია...
პომადა - ყველაზე საყვარელი კოსმეტიკური საშუალებაა. პირადად მე, ვერც კი წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი ნაზი ვარდისფერი ან მკვეთრი წითელი პომადის გარეშე. მას დღეში მინიმუმ სამჯერ მაინც ვიყენებ.

პომადა ქალს უფრო თავდაჯერებულს ხდის. მაკიაჟის ეს ნაწილი პასუხისმგენებლია ქალურობაზე, რაც საერთო ჯამში გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე. პომადა ტუჩის ნაზ კანს იცავს აგრესიული გარემოსგან და ტექსტურიდან გამომდინარე კვებავს ან ატენიანებს მას. და კიდევ არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ქალები ვიყენებთ პომადას.



ამას წინად, ახალი ტუბის გახსნის შემდეგ, უკვე მეორე წასმისას ვიგრძენი დისკომფორტი და მწარე გემო პირში.

თავიდან ვერ დავიჯერე, რომ ამის მიზეზი პომადა იყო, სანამ ჩემმა ნაცნობმა, რომელიც მუშაობს ქიმიურ მრეწველობაში, თვალი არ ამიხილა იმაზე, რაზეც ადრე არც კი დავფიქრებულვარ. არადა თუ თავად არ იზრუნე საკუთარ თავზე, არავინ არ იზრუნებს.

მავნებელი კოსმეტიკა

2002 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, საშუალო სტატისტიკური ქალი ჭამს დღეში დაახლოებით 24მგ პომადას. თუ ვივარაუდებთ, რომ ქალები ტუჩსაცხს ხმარობენ დაახლოებით 55 წლის განმავლობაში, გამოდის, რომ ამ დროის მანძლზე ისინი მიირთმევენ დაახლოებით 350გრ პომადას.

კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი მცირე რაოდენობის ტუჩსაცხიც კი შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის - ყველაფერი დამოკიდებულია მის შემადგენლობაზე.

ამერიკული სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის (FDA) ექსპერტებმა გატესტეს დაახლოებით 400 სახეობის პომადა, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა L’Oreal და Cover Girl. შედეგებმა გააოგნა სპეციალისტები: ზოგიერთ ნიმუშში აღმოჩენილ იქნა ტყვიის კვალი. ამასთან, ბოლო გამოკვლევების შემდეგ პომადებში მძიმე მეტალების რაოდენობა გაორმაგდა.



რა თქმა უნდა ორგანიზმში პომადიდან მოხვედრილი ტყვიის რაოდენობა გაცილებით მცირეა იმ რაოდენობაზე, რაც ხვდება ყოველდღიურად საკვები პროდუქტებიდან, წყლიდან და ჰაერიდან. მაგრამ ეროვნული სამედიცინო ასოციაცის წარმომადგენლებმა ტყვია პომადაში შეადარეს ნეიროტოქსინს და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ნებიმიერი ოდენობა საშიშია.

ტყვია გროვდება ორგანიზმში დროთა განმავლობაში, ხოლო ტყვიის შემცველი პომადა გამოიყენება ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ. ამან შეიძლება მიგვიყვანოს ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვან დონემდე.

ჩვენ გაგაცნობთ პომადის 10 ბრენდს, რომლებიც პირდაპირ გატენილია ტყვიით.

  1. Stargazer Lipstick 103 c. ტყვიის შემცველობა - 4,12 ppm.



  2. Maybelline Color Sensational — Mauve Me. ტყვიის შემცველობა - 4,23 ppm.



  3. Cover Girl Continuous Color — Warm Brick. ტყვიის შემცველობა - 4,28 ppm.



  4. L’Oreal Intensely Moisturizing Lipcolor — Heroic. ტყვიის შემცველობა - 4,41 ppm.



  5. L’Oreal Colour Riche — Tickled Pink. ტყვიის შემცველობა - 4,45 ppm.



  6. NARS Semi-Matte — Funny Face. ტყვიის შემცველობა - 4,89 ppm.



  7. CoverGirl Queen Collection Vibrant Hue Color Ruby Remix. ტყვიის შემცველობა - 4,92 ppm.



  8. Next up is the NARS Semi-Matte Red Lizard. ტყვიის შემცველობა - 4,93 ppm.



  9. L’oreal Color Riche color Volcanic. ტყვიის შემცველობა - 7,00 ppm.



  10. Maybelline’s Color Sensation Pink Petal. ტყვიის შემცველობა - 7,19 ppm.




რედაქციის რჩევა

მათ, ვისაც ვერ წარმოუდგენია ყოველდღიური მაკიაჟი პომადის გარეშე, ვურჩევთ, სიფრთხილით მოეკიდეთ ამ კოსმეტიკური პროდუქტის არჩევას.

რა თქმა უნდა, თქვენი მკვეთრი წითელი პომადა ძალიან მოწონათ მამაკაცებს. თუმცა, როდესაც იცით, რომ იგი შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის, ნუ გადაისმევთ მეხუთედ დღის განმავლობაში.