მარტივი საშუალებები, ვისაც ლამაზი და მოვლილი ტუჩები სურს!
ტუჩებს, როგორც სახეს, ყელს, ხელებს, ფეხებს, მოვლა სჭირდება. თუ ლამაზი ტუჩები გაქვთ, შეგიძლიათ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით ხაზი გაუსვათ მის მოხაზულობას. კოსმეტიკური ფანქრით შემოიხაზეთ ტუჩის ბუნებრივი კონტური, ყოველგვარი კორექტირების გარეშე, ფანქარი ტუჩის საცხზე ერთი ტონით მუქი უნდა იყოს.
თუ მოგრძო სახე გაქვთ, უფრო ინტენსიურად შეიღებეთ ქვედა ტუჩი, თუ მრგვალი ან ოვალური - პირიქით, ზედა ტუჩი. ეს ხელს უწყობს სახის ფორმის ვიზუალურ კორექტირებას.
უარი თქვით სიცივესა და ყინვაში ტუჩების მოლოკვაზე და სხვადასხვა პომადაზე. ის აშრობს კანს. " შეიყვარეთ " ჰიგიენური პომადა, ბალზამი და კრემები.

- თავისუფალ დროს ტუჩებზე წაისვით თაფლი, კიტრის ან სტაფილოს წვენი. შეგიძლიათ დაიდოთ ხაჭოსა და სტაფილოს წვენის ნიღაბი, რომელსაც 5 - 10 წუთის შემდეგ მოიშორებთ ადუღებულ წყალში დასველებული ტამპონით.
- ჰერპესული გამონაყარი ტუჩებზე თითქმის ყოველთვის არასასურველ დროს ჩნდება, ტუჩებს ამახინჯებს და ხასიათს გვიფუჭებს. ამ დროს ძალიან კარგია ცინკის მალამო. საჭიროა მოთმინება, რათა შეხორცების დროს ქერქი არ მოაცილოთ.
- თუ ტუჩებზე კანი გექერცლებათ და ხშირად გისკდებათ, ქუჩაში გასვლის წინ წაისვით შემდეგი ნაზავი: 5 გრ კაკაოს ზეთი და 100 გრ ნებისმიერი მცენარეული ზეთი.
- ტუჩებზე კანის გამოშრობისა და დასკდომისაგან დაგიცავთ შემდეგი ნაზავი: აიღეთ 1 კვერცხის გული, დაამატეთ 2 ს/კ გლიცერინი და 1 ჩ/კ ბორის მჟავა.
- ტუჩებზე წასმული პომადა 2 - 3 საათის შემდეგ კარგავს ბუნებრივ ფერს, ამიტომ ახალი ფენა უნდა გადაისვათ. მანამდე მოიცილეთ ძველი ნარჩენები.