გაიგეთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში ტუჩებს.

გაიგეთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში ტუჩებს.
ტუჩებზე კანის გამოშრობისა და დასკდომის საწინააღმდეგოდ კარგია შემდეგი ნაერთის გამოყენება:
  • ავიღოთ 1 კვერცხის გული, დავამატოთ ორი სუფრის კოვზი გლიცერინი და ერთი ჩაის კოვზი ბორის მჟავა.

  • თუ ტუჩებზე კანი გექერცლებათ და ხშირად გისკდებათ, ქუჩაში გასვლის წინ, წაისვით შემდეგი ნაერთი:
    5 გრ კაკაოს ზეთი და 10 გრ ნებისმიერი მცენარეული ზეთი.

  • თუ თქვენ ლამაზი ტუჩები გაქვთ, შეგიძლიათ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით ხაზი გაუსვათ მათ სილამაზეს.
    კოსმეტიკური ფანქრით შემოხაზეთ ტუჩის ბუნებრივი კონტური, ყოველგვარი კორექტირების გარეშე.
    გამოყენებული ფანქარი ტუჩის საცხზე ( პომადა ) ერთი ტონით მაინც მუქი უნდა იყოს.

  • თუ მოგრძო სახე გაქვთ, უფრო ინტენსიურად შეიღებეთ ქვედა ტუჩი, თუ მრგვალი ან ოვალური ფორმის სახე გაქვთ, პირიქით - ზედა ტუჩი. ეს ხერხი ხელს უწყობს სახის ფორმის ვიზუალურ კორექტირებას.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...