მაკიაჟის 12 უნივერსალური რჩევა, რომლებიც 40 წელს მიტანებულმა ქალებმა უნდა გაითვალისწინონ

მაკიაჟის 12 უნივერსალური რჩევა, რომლებიც 40 წელს მიტანებულმა ქალებმა უნდა გაითვალისწინონ
რაც დასაშვებია 20 წლის გოგონასთვის, ხშირად, 40 წლის ქალზე უადგილოდ გამოიყურება. ასაკთან ერთად კანის სტრუქტურა იცვლება და სოციალურ სტატუსსაც უნდა შეეფერებოდე. როგორი რჩევები უნდა გაითვალისწინონ 40 წელს მიტანებულმა ქალებმა მაკიაჟის გაკეთების დროს? წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.

1. შეცვალეთ პუდრი თხევადი ტონალური საცხით


მაკიაჟის 12 უნივერსალური რჩევა, რომლებიც 40 წელს მიტანებულმა ქალებმა უნდა გაითვალისწინონ

ასაკთან ერთად, კანი შრება. ამას კიდევ უფრო რომ არ გაუსვათ ხაზი, გადადით თხევად ტონალურ საცხზე. პუდრი წვრილ ნაოჭებს თვალსაჩინოს ხდის.

2. გამოავლინეთ, რა ფერის პომადა გიხდებათ



ასაკთან, კანიც და ტუჩებიც იცვლება - უფრო თხელდება და კარგავს ფერს. სწორად შერჩეულო პომადა არამხოლოდ გამოკვეთავს ტუჩებს, არამედ, ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევს გახდის თვალების ირგვლივ სიშავეს. დიახ, არ მოგესმათ - პომადის ფერი გადაიტანს ყურადღებას საკუთარ თავზე.

3. წაისვით რუჟი მხოლოდ ყვრიმალების იმ ნაწილზე, სადაც ბუნებრივი ვარდისფერი კანია



ხშირად, ქალები რუჟს ან ბრონზერს ლოყების დიდ ნაწილზე ისვამენ იმ იმედით, რომ სახე უფრო ვიწრო გამოჩნდეს. სინამდვილეში, ყვრიმალებზე ჩნდება მუქი ჭუჭყიანი ლაქები, რომლებიც არავის დაამშვენებენ.

4. ნუ წაისვამთ ფანქარს ქვედა ქუთუთოზე



ასეთი მანევრი თვალებს ვიზუალურად აწვრილებს, მზერა კი დაღლილი გამოჩნდება და ასაკსაც შეგმატებთ.

5. ნუ გასცდებით ტუჩების კონტურს



პომადის წასმისას ნუ გასცდებით კონტურს - ეს რბილად რომ ვთქვათ, უადგილოდ და ვულგარულად გამოიყურება.

6. ნუ წაისვამთ დიდი ოდენობით კონსილერს თვალების ქვეშ



ასაკთან, თვალების ქვეშ კანი თხელდება და მუქდება. გასაკვირიც არაა, რომ ქალები იწყებენ კონსილერის დიდი ოდენობით გამოყენებას. მაგრამ გმართებთ სიფრთხილე, რადგან კონსილერების უმეტესობა კანის ნაკეცებში ”ჯდება”. ამიტომ, შეიძინეთ თხელი ფენის მქონე კონსილერი, რომელსაც კარგი დაფარვა აქვს და არ იზილება.

7. ერიდეთ ბრჭყვიალებს




ბრჭყვიალებს აქვს ”გადასარევი” თვისება - სახის სხვა მიდამოებში ჩამოყრის და ყველა ნაოჭებში ”ჩაჯდომის”. საახალწლო ნაძვის ხეს რომ არ დაემსგავსოთ, გამოიყენეთ მსგავსი ჩრდილები მინიმალური რაოდენობით მხოლოდ თვალების კუთხეებში.

8. ნუ დაივიწყებთ წარბებზე



თუ შეამჩნიეთ, რომ წარბები დაგითხელდათ და გაგიღიავდათ, წარბების მაკიაჟი უბრალოდ აუცილებელია თქვენთვის.

9. იპოვეთ წარბების ფანქრის ”თქვენი” ფერი



წარბების ფანქრის შეძენისას, ნუ მიადგებით პირველივეს. შეარჩიეთ ფანქარი თმის ფერის შესაბამისად, ერიდეთ მოწითალო ელფერს, რა თქმა უნდა, თუ ჟღალი თმა არ გაქვთ.

10. გამოიყენეთ წვრილად დაფქული ჰაილაითერი




ჰაილაითერი მსხვილი ბრჭყვიალები იაფფასიანად და ვულგარულად გამოიყურება.

11. გამოიყენეთ პრაიმერი



შესაძლოა, 40 წლის ასაკში ნაოჭების გარდა, ნაწიბურებიც გქონდეთ. ტონალური საცხი იდეალურად რომ დაჯდეს, გამოიყენეთ პრაიმერი, რომელიც გაასწორებს კანის ზედაპირს და ტონალურის სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

12. ნუ დაივიწყებთ ზომიერებაზე



ნუ გამოიყენებთ ზედმეტ კოსმეტიკას. თუ სარკეში ჩაიხედეთ და საკუთარ თავს ვერ ცნობთ, ან ახლობლები ვერ გცნობენ - ე.ი. ზედმეტი მოგივიდათ. ხაზი გაუსვით ღირსებებს და დაფარეთ ნაკლი, ამაში მდგომარეობს მაკიაჟის პრინციპი.