სრულყოფილების ფორმულა! შენი ღიმილი რომ უფრო მომაჯადოებელი გახდეს!

სრულყოფილების ფორმულა! შენი ღიმილი რომ უფრო მომაჯადოებელი გახდეს!
შენი ღიმილი რომ უფრო მომაჯადოებელი გახდეს, აუცილებლად გაითვალისწინეთ 4 მეტად სასიამოვნო რჩევა.

  1. დაივიწყე დისკომფორტი.
    პირველ ყოვლისა, სპეციალური ექსფოლიანტით ტუჩებიდან მკვდარი უჯრედები მოიშორეთ. ალტერნატივა: ტუჩებზე საბავშვო კბილის ჯაგრისის წრიული მოძრაობებით ტუჩის ბალზამი წაისვით.

  2. შექმენით სინათლის ეფექტი.
    აარჩიე გარდამავალი და ტუჩებზე 1 ან 2 ტონით ღია ფერის ფანქარი ილუმინაციის ეფექტით და ზედა ტუჩის რკალის შუა ნაწილზე წაისვით. ტუჩები გაცილებით სექსუალური გამოჩნდება.

  3. შეავსე კუთხეები.
    კუთხეებში და ქვედა ტუჩის შუა ნაწილზე ტუჩისფერი კონტური წაისვით. ტუჩები ასე გაცილებით უფრო მსხვილი, ღიმილი კი - სექსუალური და ვნებიანი გამოჩნდება.

  4. გაზარდე მოცულობა.
    მბზინვარე საცხი ტუჩებს მოცულობას მატებს. თუ ჩვეულებრივ პომადას ანიჭებთ უპირატესობას, დამატენიანებელი ეფექტის მქონე, მბზინვარენაწილაკებიანი ღია ფერის პომადა გამოიყენეთ.

სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...