ცოლ-ქმარმა შეიძინა მიწის ნაკვეთი ძველ ბეღელთან ერთად. თუმცა, შენობის დანგრევა მათ აღარ მოისურვეს...

ცოლ-ქმარმა შეიძინა მიწის ნაკვეთი ძველ ბეღელთან ერთად. თუმცა, შენობის დანგრევა მათ აღარ მოისურვეს...
უმეტესობა ჩვენგანისთვის ბეღელი ან ფარდული მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა. აქ შეიძლება ბინადრობდნენ ცხოველები, ან ინახებოდეს თივა და სამუშაო ინსტრუმენტები. თავად ადამიანები კი წესით ამგვარ შენობაში არ უნდა ცხოვრობდნენ.

აი, ცოლ-ქმარმა ქალაქ ჯექსონიდან (უაიომინგის შტატში), სხვაგვარად ჩათვალა. მათ მფლობელობაში გახლდათ მიწის მოზრდილი ნაკვეთი ქალაქიდან ცოტა მოშორებით, სადაც სხვა ნაგებობების გარდა იყო ძველი ბეღელიც.

სხვა მათ ადგილას უბრალოდ დაანგრევდა მას. ჩვენმა გმირებმა კი გადაწყვიტეს, ახალი სული ჩაებერათ შენობისთვის. წყვილი მოელაპარაკა არქიტექტორ ჯონ კარნს, თავიანთ ძველ მეგობარს. სპეციალისტმა გონება დაძაბა და შეუდგა საქმეს.



გარედან უზარმზარი ბეღელი თითქმის ისე გამოიყურება, როგორც ადრე. გეგონება, სადაცაა მას მიადგება თივით სავსე სატვირთო მანქანა. თუმცა შიგნიდან შენობა სრულიად სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს. წყვილმა აქ მოაწყო ერთდოულად სამი ნაგებობა: ზამთრის სპორტული დარბაზი, სასტუმრო ოთახი და ავტოფარეხი.



სახლის მფლობელებმა ყველაზე უმნიშველო დეტალებზეც კი გაამახვილეს ყურადღება. შეხედეთ, მაგალითად, ამ დახვეწილ პეპლებს. მათ შესაქმნელად წყვილმა მოქანდაკე ოსტატი დაიხმარეს.



ძველი ბეღელის მაღალი ჭერი ისეთივე დარჩა. მესაკუთრეებმა მხოლოდ განივი გოჭები გამოცვალეს და ყველანაირად გაათანამედროვეს. მათ, ვინც არ არის მიჩვეული ასეთ პირობებში საჭმლის კეთებას, შეიძლება მყუდროდ ვერ იგრძნონ თავი. არადა, სინამდვილეში აქ ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის.



სინათლის ნაკლებობაზე ვერ დაიწუწუნებთ. აქ უამრავი დიდი ფანჯარაა, რაც უზრუნველყოფს მუდმივ შუქს. საწოლი, რომელიც განკუთვნილია სტუმრებისთვის, დამზადებულია განსაკუთრებული პროექტის მიხედვით. უყურებ და გგონია, თითქოს ის იატაკის ზემოდან ჰაერში ლივლივებს.



ველური დასავლეთის სული აქ ძველებურად ძლიერია. ხის კედლები მეხსიერებაში აღადგენს ძველ ფილმებს, კოვბოური შეტაკებების სცენებს. შენობაში დაყენებულია უახლესი ტექნიკა, მფლობელებს არ დავიწყებიათ კომფორტიც.



ქვემოთ, პირველ სართულზე, განთავსებულია ავტოფარეხი. აქ მფლობელთა უჩვეულო კოლექცია ინახება. წყვილი აგროვებს ძველ ავტომობილებს, ველოსიპედებსა და მოტოციკლებს. გადაკეთებული შენობის წიაღში აღნიშნული კოლექცია საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.



მფლობელთა ყურადღება დეტალების მიმართ ისევ გვახსენებს თავს. ფარეხის იატაკისთვის მათ შეარჩიეს შავ-თეთრი ფილები. მათ მიაჩნიათ, რომ ფერთა ამგვარი შეხამება მნახველებს მოაგონებს უჯრედებიან დროშას. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამგვარ დროშას იქნევენ რბოლაში ფინიშის გადაკვეთისას.



როგორც ხედავთ, მოხერხდა მფლობელთა ჩანაფიქრის რეალობად ქცევა. დიდი ძალისხმევის ფასად არქიტექტორმა ნამდვილი შედევრი შექმნა. კრიტიკოსები გარდაქმნილ შენობას უწოდებენ თანამედროვე სოფლის დიზაინის ჩინებულ მაგალითს.



ნაძლევს ჩამოვალ, რომ ბეღელის გადაკეთების შემდეგ მეგობრები უფრო ხშირად სტუმრობენ ცოლ-ქმარს. ამგვარ სახლში ერთი-ორი ღამის გათევაზე უარს ვინ იტყვის.