მამაკაცმა ძველი საბურავი დაჭრა და შემდეგ ამოაბრუნა. შედეგმა ჩემი გაოცება მოახერხა!

მამაკაცმა ძველი საბურავი დაჭრა და შემდეგ ამოაბრუნა. შედეგმა ჩემი გაოცება მოახერხა!
ჩემი მეზობელი და კარგი მეგობარი პროფესიით გადამზიდია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს საჭესთან ატარებს, მისი აგარაკის ეზო ედების ბაღს ჰგავს. გაგიკვირდებათ, თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ ძველი საბურავებისა და მოქნილი ხელების დამსახურებაა.



დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ მიანიჭოთ ახალი სიცოცხლე ძველ, ერთი შეხედვით გამოუსადეგარ საბურავებს. მათი დახმარებით დეკორაციის ულამაზესი ელემენტების შექმნა ძალიან მარტივადაა შესაძლებელი.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • ავტომობილის საბურავი;
  • დანა;
  • ცარცი;
  • საღებავი.

ინსტრუქცია:

  1. მოხაზეთ საბურავის შიდა რკალზე ყვავილის კონტურები.



  2. კარგად გალესილი დანით ან სხვა ბასრი საშუალებით ფრთხილად გამოჭერით ყვავილი კონტურების მიხედვით. ეს არც თუ ისე მარტივია.



  3. ახლა გადმოაბრუნეთ საბურავი შიგნიდან ისე, რომ პრიალა ზედაპირი გარედან მოექცეს. ეს მოქმედება მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შეასრულოთ,რომ
    გადმოაბრუნეთ საბურავი ისე, რომ პრიალა ზედაპირი გარედან მოექცეს. შეასრულეთ ეს მოქმედება მაქსიმალური სიფრთხილით, რათა არ დააზიანოთ საბურავი და კონტურები.



  4. მაქსიმალურად გაათანაბრეთ და შეალამაზეთ კონტურები.



  5. შეღებეთ საბურავი.



  6. არ არის აუცილებელი ინსტრუქციების 100%-იანი სიზუსტით შესრულება. გამოიყენეთ საკუთარი ფანტაზია და შეუდექით ამ საინტერესო ხელსაქმის განხორციელებად დამოუკიდებლად.



მოსასვენებელი კუთხე, საქანელა, დეკორაციის ულამაზესი ელემენტები - ყოველივე ამის შექმნა მხოლოდ ძველი საბურავების, მცირეოდენი ფანტაზიისა და მარჯვე ხელების წყალობითაა შესაძლებელი.



გაეცანით ვიდეოს, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ. თქვენ კიდევ უამრავ შთამბეჭდავ იდეას იხილავთ: