წყვილი მიხვდა რომ სახლი მათი ოჯახისთვის ძალიან პატარა გახდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იპოვეს!

დეილი და მისი ქმარი, ქალიშვილებთან რუბი და ზაროისთან ერთად ქალაქ მელბურნთან, რკინიგზის ლიანდაგებთან ახლოს ცხოვრობდნენ. მატარებლის ყოველი გავლისას, სახლი ირხეოდა, ამასთან სატვირთო მატარებელი ყოველთვის ღამე მოძრაობდა, ამიტომ მათი ძილი ირღვეოდა. 

როცა მათი გოგოები სკოლაში შევიდნენ, მშობლები მიხვდნენ რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მატარებლის გამო უძილო ღამეები გოგოების სწავლაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. მათ ახალი სახლის ყიდვა გადაწყვიტეს. 



წყვილი საცხოვრებლად ახალ ადგილს დიდხანს ეძებდა. ბევრი ობიექტის ნახვის შემდეგ მათ ოცნების ადგილი იპოვეს. სახლი, რომელიც მათ აირჩიეს, ნახევარკუნძულზე გორაზე მდებარეობდა, სადაც რამდენიმე ფერმა იყო. 



აქ ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში იყო, მთელ ოჯახს სახლი იმწამსვე შეუყვარდა. გარდა ამისა, დეილი ყოველთვის ოცნებობდა ცხენის ყოლაზე, და აქ უკვე შეეძლო მისი შენახვა.  მაგრამ საბოლოოდ, სახლი ძალიან პატარა აღმოჩნდა: მხოლოდ ორი საძინებელი, სამზარეულო და მისაღები. ასეთი დიდი ოჯახისთვის საკმაოდ ვიწრო სახლი იყო. ამიტომ 4 წლის შემდეგ რემონტი გააკეთეს!

"სახლის მოწყობის კონკრეტული ხედვა მქონდა, 8 წლის წინ ვნახე ჟურნალი, სადაც თეთრ ფერებში ხის კოტეჯი იყო წარმოდგენილი. მთელი ეს დრო ამ სურათს ვინახავდი. ის სახლი ჩემი ოცნება და შთაგონება გახდა" - ამბობს დეილი. 



სახლი ბოლომდე რომ არ გადაეკეთებინათ, ოჯახმა ბაღის ნაწილი დაიკავა და რამდენიმე ოთახი მიუმატეს. მომატებულ ოთახში კიდევ ორი საძინებელი, სააბაზანო და სამრეცხაო მოაწყვეს. ახალი სახურავით გადახურეს, შიგნით კი იატაკი გამოცვალეს. ნამდვილი კარ-მიდამო გამოვიდა!