ეს უბრალო, მაგრამ უჩვეულოდ გაფორმებული კერძი - საახალწლო სუფრაზე ჩემი ფავორიტია.

ეს უბრალო, მაგრამ უჩვეულოდ გაფორმებული კერძი - საახალწლო სუფრაზე ჩემი ფავორიტია.
კიბორჩხალის მრავალფეროვანი ბურთულები-საინტერესო და გემრიელი კერძი, რომელიც გახდება ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მორთულობა. , განსაკუთრებით მისი ნათელი და ლამაზი გაფორმება იქნება აქტუალური ახალი წლისათვის.

სურვილის მიხედვით ბურთულებს შეიძლება მივცეთ ნებისმიერი ფერი, მოცემულ რეცეპტში FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ უბრალო ნატურალური პროდუქტების გაფორმების ვარიანტს.


ინგრედიენტები:
  • კიბორჩხალის ხორცი 400გრ.
  • კვრცხი 3ც.
  • ბრინჯი 100გრ.
  • დაფქვილი სუხარი 100გრ.
  • კამა 1 კონა
  • ჭარხალი 1ც.
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. მოხარშეთ კვერცხი, გააცივეთ და გაფცქვენით

  2. ბრინჯი მოხარშეთ კარგად

  3. კიბორჩხალის ხორცი დაანაწილეთ ( შესაძლებელია კიბორჩხალის ჩხირებიც) 3 ტოლ ნაწილად

  4. თეთრი ბურთულები.
    ეს უბრალო, მაგრამ უჩვეულოდ გაფორმებული კერძი - საახალწლო სუფრაზე ჩემი ფავორიტია.
    მოსამზადებლად ხორცის პირველი ნაწილი და ერთი კვერცხი გამოფქვით, ნარევს დაუმატეთ ბრინჯის ნახევარი და 3 სადილის კოვზი მაიონეზი, (სასურველია სქელი) მარილი და შავი წიწაკა მოაყარეთ გემოვნებით, ყველაფერი კარგად აურიეთ მიღებული მასიდან გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ სუხარში.


  5. მწვანე ბურთულები.

    კიბორჩხალის ხორცის მეორე ნაწილი გახეხილ ყველთან და მოხრშულ კვერცხთან ერთად დაფქვით, დაუმატეთ 3 სადილის კოვზი მაიონეზი, მარილი და წიწაკა მოაყარეთ კარგად აურიეთ და გააკეთეთ ბურთულები. ამოავლეთ წვრილად დაჭრილ კამაში, ან სხვა მწვანილში.


  6. წითელი ბურთულები.

    დაფქვით კიბორჩხალას ხორცი მოხარშულ კვეცხთან ერთად. დაუმატეთ დარჩენილი ბრინჯი და 3 სადილის კოვზი მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა აურიეთ, დაამრგვალეთ ბურთულები, სუხარს დაასხით ჭარხლის წვენი და გამოაშრეთ გახურებულ ტაფაზე, ამოავლეთ კიბორჩხალის ბურთულები მიღებულ წითელ სუხარში

კიბორჩხალის ბურთულები მაგიდაზე იდგმება ცივად, ისინი, რომ ინტერესს გამოუჩენენ თქვენს სტუმრებს -ეს ფაქტია. , დაე გამოიცნონ რისაგანაა დამზადებული ეს ნათელი კერძი.

მიირთვით გემრიელად და აუცილებლად გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს ყველა მეგობარს.