კიბორჩხალის ჩხირების უგემრიელესი სალათა
fpaparazzi გთავაზობთ მარტივ, მსუბუქ და უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომელიც შესანიშნავი კერძია ვახშმისთვის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- სიმინდის კონსერვი 1 ქილა
- მოხარშული ბრინჯი 2.5 ჭიქა
- მჟავე კიტრი 150 გ
- ტკბილი წიწაკა, წითელი 1
- კიბორჩხალის ჩხირები 200 გ
- მაიონეზი 1 ქილა
- დაჭყლეტილი ნიორი 2 კბილი
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
- სიმინდი და კიტრი გადავწუროთ. ბრინჯში ავურიოთ წვრილად დაჭრილი კიბორჩხალის ჩხირები, ტკბილი წიწაკა, კიტრის მწნილი, სიმინდი, ნიორი და მოვასხათ სანელებლებით შეკმაზული მაიონეზი
- ექსპერიმენტების მოყვარულებს შეუძლიათ კიბორჩხალა ჩაანაცვლონ მოხარშული თეთრი თევზით (პანგასიუსი, ვირთევზა და სხვა).
- მარხვის დროს კი მისი ჩანაცვლება წარმატებით შეიძლება სოკოთი, მწვანე ბარდით და სხვა მოხარშული ბოსტნეულით.
გემრიელად მიირთვით!