სალათი ''ნაძვის ხის ბურთულები''. ფერების ლამაზი შეხამება და საოცარი არომატი ყველას გააოცებს

სალათი ''ნაძვის ხის ბურთულები''. ფერების ლამაზი შეხამება და საოცარი არომატი ყველას გააოცებს
სულ ცოტა დროა დარჩენილი იქმდე , რომ ყველგან გაისმოდეს , ,,გილოცავთ დამდეგს“ ქუჩები აივსება სადღესასწაულო განწყობის მქონე ადამიანებით, სასაჩუქრე პაკეტებით ხელში. სალათი ნაძვის ხის ბურთულები“ ხაზს გაუსმევს ამ ატმოსფეროს!

ამ სალათის მომზადება ადვილია, მით უმეტეს რომ ეგზოტიკური ინგრედიენტები არ ჭირდება, ამ პროდუქტების შერწყმა და ორიგინალურად მირთმევა თვენს სადღსასწაულო მაგიდას დაამშვენებს წლების განმავლობაში!

ინგრედიენტები

  • კაკალი 100გრ.
  • ქათმის მკერდი 700გრ
  • მწვანილი 1 კონა
  • ნიორი 1 კბილი
  • მდნარი ყველი 100გრ
  • მაგარი ყველი 150გრ
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვლები გემოვნებით
  • პაპრიკა( ტკბილი წიწაკა) გემოვნებით

მომზადების წესი

  1. დააქუცმაცეთ კაკალი, წვრილად დაჭერით მწვანილი, დაჭერით მოხარშული ქათამი და მდნარი ყველი კუბიკებად, დაახეხეთ მაგარი ყველი.
  2. გადაურიეთ ერთმანეთში მდნარი ყველი, კაკლის დიდი ნაწილი, მაგარი ყველი მწვანილიდააჭყლიტეთ ნიორი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა.დაუმატეთ ცოტა მაიონეზი და კარგად მოურიეთ.დაამატეთ სოუსი პატარ პატარა პორციებათ , თხელი არ უნდა გამოვიდეს, უნდა გამოვიდეს პლასტიკური წებოვანი მასა
  3. ერთი სადილის კოვზით ამოიღთ მიღებული მასა დაამრგვალეთ ბურთულისებურად ამოავლეთ მწვანილში, კაკალში, ყველში, ბროწეულის მარცვლებში დაკვერცხის დაშვნილ გულშიგააკეთეთ ფერების ექპერიმენტირება, შეგიძლიათ ამოვალოთ გახეხილ ყველში, პაპრიკაში, მოხარშულ გახეხილ სტაფილოში ან წვრილ კუბიკებად დაჭრილ ჭარხალში.
  4. ოხრახუშის ან კამის ღერებით გააკეთეთ ჩამოსაკიდები.
    მიიტანეთ სუფრაზე სხვა სადღესასწაულო კერძებთან ერთად, შეხვდით ახალ წელს თქვენ ახლობლებთან ერთად.