2 წასმა ნებისმიერ გემოზე: არაჩვეულებრივი ფუნთუშები ყოველდღიურად და დღესასწაულისათვის

2 წასმა ნებისმიერ გემოზე: არაჩვეულებრივი ფუნთუშები ყოველდღიურად და დღესასწაულისათვის
ახალი წლისათვის ყველა დიასახლისი ეძებს რეცეპტს, რომელიც მის ოჯახს და სტუმრებს გააკვრვებს დახვეწილობით, არაჩვეულებრივი ინგრედიენტებით და მდიდრული გემოვნებით, ცხელი კერძი და სალათი თავისთავად დაიკავებს მთავარ ადგილს საახალწლო სუფრაზე.
მაგრამ არანაკლებ აუცილებელია პორციული კერძებიც! მაშინ როდესაც ღორის ხორცის ნაჭრისათვის ადგილი არ რჩება, ეს ფუნთუშები იდეალურია, თანაც ისინი არა მარტო დღესასწაულზე არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც შეიძლება მიირთვათ

ინგრედიენტები

  • ბაგეტი (პური) 1ც
  • ზეთი 3 სადილის კოვზი
  • კიბოს ჩხირები 200გრ
  • მარილი გემოვნებით
  • მდნარი ყველი 2ც.
  • კიტრი 1ც
  • ნიორი 1-2 ც
  • კვერცხი 4ც
  • მაიონეზი 200გრ
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით


მომზადების წესი

  1. გაასუფთახეთ კიბოს ჩხირები კანისაგან, მსხვილად გახეხეთ. მოხარშეთ 2 კვერცხი და მსხვილად გახეხეთ.
  2. პირველი წასმისათვის შეაერთეთ კვერცხი ნახევარ კიბოს ჩხირებთან, გაუკეთეთ ნახევარი მაიონეზი და თუ საჭიროა მარილი და წიწაკა მოაყარეთ
  3. მოხარშეთ კიდევ 2 კვერცხი გააცალკევეთ გული და ცილა, გახეხეთ ცილა მსხვილ სახეხზე, გული წვრილზე. შეინახეთ მდნარი ყველი10 წუთი საყინულეში და შემდეგ მსხვილად დაახეხეთ, წვრილად დაჭერით კამა და სხვა მწვანილები
  4. შეაერთეთ მწვანილი მდნარ ყველთან და ცილასთან, მოაყარეთ მარილი, წიწაკა გადაურიეთ დარჩენილი მაიონეზი, მეორე წასასმელი მზადაა.
  5. აიღეთ ახალი ბაგეტი დაჭერით ნაჭრებად 8-10 მმ. გააცხელეთ ცხიმი ტაფაზე და შებრაწეთ ორივე მხრიდან, გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ყოველი ნაჭერზე მოუსვით ნიორი
  6. პურის ნახევარზე წაუსვით კიბორჩხალას მასა, მორთეთ კიბორჩხალას მორჩენილი ჩხირებით და მოაყარეთ ოხრახუში. დანარჩენს მოუსვით ყველის მასა მოაყარეთ კვერცხის გული და მორთეთ კიტრით, რომელიც დაჭრილი იქნება თხლად

მიართვით სალათით დაფენილ ლანგარზე, ისიამოვნეთ და ამ რეცეპტის შესახებ მოუყევით მეგობრებს!