როგორ დავამარცხოთ ნაბახუსევის სინდრომი

როგორ დავამარცხოთ ნაბახუსევის სინდრომი
ამ გაზაფხულზე დიდი ხნის უნახავ ბებოს ვესტუმრე სოფელში. ძალიან გაიხარა, ჩინებული სუფრა გამიშალა და ჩემი ტოლი მეზობლები და ნათესავები დამიპატიჟა. კარგად მოვილხინეთ. მეორე დილით თავი ისე მქონდა დამძიმებული, ბალიშიდან ვერ წამოვწიე. გამეგონა, ასეთ დროს ისევ ღვინო შველისო, მაგრამ ბებიაჩემმა პიტნის წვეთებით მიმკურნალა. გამომაფხიზლა კიდეც და თავის ტკივილი და სიმძიმის შეგრძნებაც შემიმსუბუქა. დარწმუნებული ვარ, თქვენც გიშველით.



  • 20 წვეთი პიტნის ნაყენი 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში გახსენით და ერთბაშად გადაჰკარით. შვებას მაშინვე იგრძნობთ.

  • ვიდრე დალევას დაიწყებთ, ყუათიანად ისადილეთ. მეორე დილითაც, მიუხედავად უქეიფობისა, აიძულეთ თავი, მსუყედ ისაუზმეთ.

  • მხოლოდ ღვინოს ნუ მიეძალებით, შუალედებში სვით მინერალური წყალი. მინერალური წყალი სვით მეორე დღესაც, ყავისგან კი თავი შეიკავეთ.

  • იძინეთ, ძილში ნაბახუსევიდან უფრო შეუმჩნევლად გამოხვალთ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი