სახსრებისა სამკურნალოდ დედამ ვაშლის ძმარი მირჩია.მართლაც, ტკივილი შემისუსტდა და ბოლოს სულმთლად დამიცხრა.
რამდენიმე ხნის წინ სახსრებმა შემაწუხა. თითქმის ყველა სახსარი მტკიოდა. არ მქონდა საშუალება, ექიმებთან და გამოკვლევებზე მევლო. დედაჩემმა ვაშლის ძმრის მიღება მირჩია. დავაყენე და დავიწყე მკურნალობა. ყოველი ჭამის დროს ვიღებდი ერთ ჭიქა წყალში გახსნილ ერთ ჩაის კოვზ ძმარს. თანდათან შვება ვიგრძენი, ტკივილი შემისუსტდა და ბოლოს სულმთლად დამიცხრა.
აქვე მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი:
აქვე მინდა გაგაცნოთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი:
- ვენების ვარიკოზული დაავადების დროს: ვაშლის ძმარს დილა-საღამოს ისხამენ ვარიკოზულ ვენებზე და იზელენ. დაახლოებით ერთ თვეში ვენები შესამჩნევად შევიწორვდება. ამასთან ერთად დღეში 2-ჯერ სვამენ ერთ ჭიქა გახსნილ 2 ჩ/კ ვაშლის ძმარს.
- ანგინის (ტონზილიტის) დროს: 1 ჩაის კოვზი ძმარი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ. ძმრიანი წყალი არ გადმოღვაროთ, ჩაყლაპეთ. ყლაპვის დროს ნარევი რეცხავს ყელის უკანა მხარეს, სადაც გამოვლებისას ვერ აღწევს. ტკივილი რომ შესუსტდება, ინტერვალი შეიძლება ორ საათამდე გავზარდოთ. ნუშისებრ ჯირკვალზე ნალექი 12 საათში ქრება.
- საკვებით მოწამვლისას: ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი და 5 წუთში ერთხელ თითო ყლუპი სვით. მთელი ჭიქის გამოსაცლელად დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ. შემდერ მეორე ჭიქა მოამზადეთ და ამჯერად ყოველ 5 წუთში 2 ყლუპი მიიღეთ, მესამე ჭიქა კი სვით 15-წუთიანი შუალედებით.
თუ ფაღარათი და გულისრევა გაგიგრძელდათ, სვით წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი მთელი დღის განმავლობაში, ვახშმად კი ცოტაოდენი მსუბუქი საკვები მიირთვით. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოსაწესრიგებლად ორი ან სამი დღე ყოველი ჭამის დროს სვით თითო ჭიქა ნარევი.