უმკურნალეთ ქრონიკულ პანკრეატიტს ქიმიური მედიკამენტების გარეშე!

უმკურნალეთ ქრონიკულ პანკრეატიტს ქიმიური მედიკამენტების გარეშე!
დიდი ხნის განმავლობაში მქონდა დარღვეული საჭმლის მონელება, საკმარისი იყო ცოტა ცხიმიანი საკვები მიმეღო, რომ მაშინვე მეშლებოდა კუჭი, მიგროვდებოდა გაზები. ბოლო დროს კი დამეწყო საშინელი შეტევითი ტკივილი. ექიმებმა დამისვეს ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზი. დამინიშნეს ფერმენტალური პრეპარატები, თუმცა ამან მხოლოდ უმნიშვნელოდ შემიმსუბუქა მდგომარეობა. ტკივილი პერიოდულად ისევ მაწუხებდა. ხალხური მედიცინის რომელიღაც წიგნში ამოვიკითხე პანკრეატიტის სამკურნალო მცენარეული რეცეპტი. დავამზადე ნაყენი და მივიღე. შედეგი მალევე ვიგრძენი. ახლა მხოლოდ დიეტის მკვეთრად დარღვევის დროს ვსვამ პანზინორმს და პერიოდულად ვამზადებ ხოლმე ნაყენს. ტკივილი კარგა ხანია აღარ მქონია.

ინგრედიენტები:

  • 3 ს/კ კამის თესლი
  • 3 ს/კ პიტნა
  • 2 ს/კ კუნელი
  • 2 ს/კ უკვდავა
  • 1 ს/კ გვირილა

მომზადების და გამოყენების წესი:

აიღეთ 3-3 ს/კ კამის თესლი და პიტნა, 2-2 ს/კ კუნელი და უკვდავა დ 1 ს/კ გვირილა. აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ მიღებული ნარევის 2 ს/კ ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წთ-ის განმავლობაში. გადმოდგით, შეაგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ.

ექიმის კომენტარი:

ქრონიკული პანკრეატიტის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას - კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილით და მინერალური რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცხიმებს, კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი, ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპია ( კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები ). ამასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს სანაღვლე გზების ფუნქციონირების მოწესრიგებას ფიტოთერაპიული საშუალებებით. მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტში შემავალ მცენარეებს აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული, ნაღველმდენი მოქმედება. ეს კომბინირებული ეფექტი უდავოდ დადებით შედეგს მოგვცემს პანკრეატიტის მკურნალობისას.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი