სვით ეს სამკურნალო არომატული ნაყენი და თქვენ თავის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ!
ერთ დროს თავი ისე მტკიოდა , რომ ცხოვრება გამწარებული მქონდა. გამოკვლევებმა არავითარი დარღვევა არ აჩვენა, თავის ტკივილი კი მიგრძელდებოდა.
სოფელში მეზობელს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მან კი სამკურნალო ბალახები მომიტანა - ამ ბალახების ჩაი სვიო, მე ხალხურ მედიცინას არასერიოზულად ვუყურებდი, ამიტომ ბალახები თაროზე შემოვაწყვე და, რა თქმა უნდა, არც ჩაი დამიმზადებია. ერთხელ, როცა თავის ტკივილმა ძალიან შემაწუხა, ვიფიქრე, დავლევ ამ ბალახების ჩაის, თუ არ მომიხდა, ხომ არაფერს დამიშავებს - მეთქი. ჩაის მომზადების წესი კი ასეთია:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
თანაბარი რაოდენობით გვირილის, პიტნისა და სალბის ნარევს 2 ჩ/კ- ს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, 20 წთ თავდახურული დადგით და ოდნავ რომ შეგრილდება გადაწურეთ და ყლუპ - ყლუპად დალიეთ.
ამ ნაყენის მიღების შემდეგ ვიგრძენი რომ თითქოს თავი უკეთ მუშაობდა, აღარაფერი მტკიოდა. მას შემდეგ ამ ჩაის რეგულარულად ვსვამ. თავის ტკივილმა თანდათანობით გამიარა, ზოგადი შეგრძნებაც გამიუმჯობესდა და, გამიჩნდა რწმენა, რომ ჯანმრთელი ვარ.
ეს არომატული ნაყენი სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 2 - ჯერ დღეში, 10 - 12 დღის განმავლობაში.
ჩემთვის გასაოცარი ის იყო, რომ პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში ქიმიურმა წამლებმა ვერ მომიგვარა, ასე იოლად მომიხსნა ხალხურმა ქიმიურმა მედიცინამ. გირჩევთ, მეტი გულისყურით მოეკიდოთ ბუნებრივ სიმდიდრეს.
ექიმის კომენტარი:
რეცეპტში შემავალი სამივე მცენარე ხალხურ მედიცინაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენება.
გვირილას აქვს მკვეთრად გამოხატული სპაზმოლიზური, ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, საძილე და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გვირილაში შემავალაი ეთერზეთი აძლიერებს და აღრმავებს სუნთქვას, აუმჯობესებს გულის შეკუმშვათა რიტმს და ამავე დროს, აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვეს. გვირილას ხშირად იყენებენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.
პიტნას აქვს დამამშვიდებელი, სპაზმოლიზური, ნაღვემდენი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აგრეთვე რეფლექსურად აფართოებს კორონარებს, აძლიერებს კანისა და ლორწოვანი გარსების კაპილარულ მიმოქცევას, ააქტიურებს ნაწლავთა პერისტალტიკას. მენთოლი აქტიურად გამოიყენება, როგორც სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება სტენოკარდიისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმის დროს. გარდა ამისა, მენთოლს იყენებენ საძილე საშუალებად მომატებული აგზნებადობის, უძილობისა და ნევროზული მდგომარეობის დროს.
სალბი გამოირჩევა ანტიანთებითი და ანტიმიკრობული ეფექტით. თუმცა პრეპარატებსაც აქვს მსუბუქი სპაზმოლიზური მოქმედება.
ამ სამი მცენარის კომბინაცია საკმაოდ გონივრულადაა შერჩეული. ამ ნარევის ნაყენი დადებით ეფექტს მოგვცემს ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით და ნერვული აგზნებით გამოწვეული თავის ტკივილის შემთხვევაში.

- გვირილა
- პიტნა
- სალბი
- 300 მლ მდუღარე წყალი