ტონზილიტის გამწვავებისას ანისული და ნემსიწვერა გიშველით
ჩემს 5 წლის შვილს გადიდებული აქვს ნუშურა ჯირკვლები. ექიმმა მითხრა, მდგომარეობა ისეთი არ არის, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდესო და 6 წლამდე მოცდა მირჩია. შიშით მოველი ზამთარს, რადგან თითქმის ყოველ წელს 1-2-ჯერ მაინც უმწვავდება, თუმცა გამოცდილებამ რაღაც - რაღაცეები მასწავლა და შემოდგომის მიწურულიდან უკვე ანგინის დასახვედრად ვემზადები. ამაში კი, აი, ეს წამალი მეხმარება:
- აიღეთ 1,5 ჭიქა ანისულის თესლი და დაასხით იმავე მოცულობის ცივი წყალი, შედგით ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. როცა შეგრილდება, გაფილტრეთ და შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი, მერე კვლავ ცეცხლზე შემოდგით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, ვიდრე გაცივდება, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი.
სწრაფი ეფექტისთვის უნდა ასვათ თითო ჩაის კოვზი ნახევარ საათში ერთხელ ნახარშის სმა 10 დღემდე შეიძლება, ვიდრე ყელი არ დაცხრება და ანგინა უკან არ დაიხევს.
ტონზილიტის დროს კარგია ნემსიწვერას ნახარშიც: - 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას უნდა დაასხათ 2 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი და 6-8 საათით სიგრილეში დადგათ. დროდადრო კარგად მოურიოთ. ნაყენი უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, ოდნავ შემთბარი.