რულეტი ,,საბანკეტო“ - არომატული ხორცი და პიკანტური გულსართი. გულგრილს არავის ტოვებს !

რულეტი   ,,საბანკეტო“ - არომატული ხორცი და პიკანტური გულსართი. გულგრილს არავის ტოვებს !
ჩვენს ოჯახში უკვე მრავალი წელია სადღესასწაულოდ ვამზადებთ ამ კერძს და თამამად გეტყვით რომ პიკანტური რულეტის გამო ხორცის გადანაჭერი ძალიან სადღესასწაულოდ გამოიყურება.


როგორ მოვამზადოთ ხორცის რულეტი

ინგრედიენტები

  • 1 კგ. საქონლის ხორცი
  • 1 ც. ხახვი
  • 100მლ.ლ თეთრი ღვინო
  • 400მლ.ლ ტომატის წვენი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2კვრცხი
  • 200გრ მაგარი ყველი
  • 3 სადილის კოვზი თეთრი პურის დაფქვილი სუხარი
  • ½ ჩაის კოვზი ხმელი ორეგანო (თავშავა)
  • ½ ჩაის კოვზი ხმელი რეჰანი
  • ½ ჩაის კოვზი ხმელი ოხრახუში
  • ½ ჩაის კოვზი დაფქვილი წიწაკა
  • ½ ჩაის კოვზი მარილი


მომზადების წესი

  1. დაჭერი ხახვი ნახევარ რგოლებად, ნიორი დაჭყლიტე.

  2. მომცრო ჭურჭელში აურიე სუხარი, რეჰანი, ორეგანო ოხრახუში და მარილი, დაუმატე უმი კვერცხი, გახეხილი ყველი და ერთხელ კიდევ მოურიე

  3. დადეთ ხორცი განიერ დაფაზე და გაჭერით სიგრძეზე ძარღვების მიმართულებით .ბოლომდე არ გაჭრათ! ხორცის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1სმ.ს მოუსვი მარილი და წიწაკა.

  4. გადმოიღე გულსართი ხორცზე და გადაანაწილე თანაბრად, ერთ ერთ კიდეს დაუტოვეთ ცარიელი ადგილი, გულსართი ბოლომდე არ გადაანაწილო. დაახლ. 2 სანტიმეტრი.

  5. აკურატულად გადაახვიე ხორცის რულეტი, ისე რომ გულსართი გარეთ არ გადმოვიდეს.

  6. რულეტი მჭიდროდ გადაახვიე კულინარიული ძაფით.

  7. მოაფინე ტაფაზე ხახვი და ზემოდან დაადე ხორცის რულეტი, ხაზით ქვემოთ!.გადაასხი ხორცს ტომატის წვენი, შემოახვიე ტაფას ფოლგა და შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ აერღუმელში, გამოაცხე რულეტი 2 საათის განმავლობაში.

    8. იმისათვის რომ რულეტის ქერქი გამოვიდეს ხრაშუნა შემოხსენი ფოლგა და კიდევ გამოაცხე 20 წუთი.


გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ამ სადღესასწაულო რულეტის რეცეპტი, მიირთვით გემრიელად!