როგორ მოვამზადოთ კლასიკური სუპ-ხარჩო საქონლის ხორცისგან?

როგორ მოვამზადოთ კლასიკური სუპ-ხარჩო საქონლის ხორცისგან?
ამ კერძს ტრადიციულად ცხვრის ხორცისგან ამზადებენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ხორცის სახეობის შეცვლა მის გემოს არაფერს აკლებს. ასე რომ, დღეს კლასიკური რეცეპტით საქონლის ხორცისგან მოვამზადებთ ამ უგემრიელეს წვნიანს.

საჭირო მასალა:

  • წყალი 1 ლ
  • ხახვი 2 თავი
  • ტომატპასტა 2 ს/კ
  • ხმელი-სუნელი 1 ჩ/კ
  • ხმელი ბაზილიკი 0,5 ჩ/კ
  • კამა 1 ს/კ
  • ნიგოზი 0,25 ჭიქა
  • საქონლის ხორცი 400 გ
  • ტყემალი 2 ს/კ
  • ნიორი 3-4 კბილი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • დაფქული წითელი წიწაკა 0,25 ჩ/კ
  • ოხრახუში 1 ს/კ
  • ბრინჯი 0,5 ჭიქა


მომზადების წესი:

  1. ქვაბში მოათავსეთ ხორცი, დაასხით წყალი და დადგით ცეცლზე. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი 1 ხახვი და დაფნის ფოთოლი. ხარშეთ ბულიონი დაბალ ცეცხლზე 1,5 საათი. არ დაგავიწყდეთ მოქაფვა.
  2. დაჭერით წმინდად კამა, ოხრახუში, ქინძი და ნიორი. ნიგოზი დააბლენდერეთ ან გაატარეთ.
  3. მეორე თავი ხახვი დაჭერით წმინდად, მოხრაკეთ ცოტაოდენ ზეთში, დაუმატეთ ტყემალი, ტომატპასტა, ხმელი სუნელი, ხმელი ბაზილიკი, წითელი წიწაკა, ნიორი და დაჭრილი მწვანილის ნახევარი. აურიეთ.
  4. დაუმატეთ ბულიონში კარგად გარეცხილი ბრინჯი და ხარშეთ კიდევ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მოხრაკული სანელებელი და დარჩენილი მწვანილი. ხარშეთ კიდევ 3 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ თავდახურულ ქვაბში რამდენიმე წუთი.
  5. ამოიღეთ ხორცი წვენიანიდან, დაჭერით და კვლავ ჩააბრუნეთ. სუფრასთან მიტანისას მოაყარეთ ქორფა მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!