დაამარცხეთ დაღლილობა და ნერვული აშლილობა უებარი რეცეპტებით
პურის ქარხანაში ვმუშაობ. მძიმე ჯაფამ და მუდმივმა ღამისთევამ ჩემს ჯანმრთელობას თავისი დაღი დაასვა და გაზაფხულის დამდეგს ისეთი სისუსტე დამეუფლა, რომ არათუ მუშაობა, ფეხზე დგომაც კი მიჭირდა. ნერვებიც დაწყვეტაზე მქონდა, სულ პატარა მიზეზი მაღიზიანებდა, ზოგჯერ უსაფუძლო შიშიც მიპყრობდა. შევშინდი და მეგობარ ექიმს ვესტუმრე. მან მირჩია, ქიმიური მედიკამენტების მიღებისგან ჯერჯერობით თავი შემეკავებინა და ასეთი რამ მასწავლა:
- აიღეთ 40-50 გრამი ჟენ-შენის ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი, 3-4 საათის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ფესვი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5ლ 40%-იანი სპირტი და 3 კვირით დადგით სიბნელეში. მიიღეთ 10 მლ დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. არაფერი დააყოლოთ.
- მკურნალობის კურსი 80 დღეა, ათდღიანი შესვენებით. ანუ ნაყენს სვამთ 35 დღე, შემდეგ 10 დღე ისვენებთ, მერე კი 35 დღე ისევ იღებთ ნაყენს. სასურველია, 1 წლის შემდეგ კურსი გაიმეოროთ.
მომატებული ნერვული აგზნებისას კი გირჩევთ, ეს ნახარშები სვათ: - აიღეთ 2,5 სადილის კოვზი კატაბალახას (ვალერიანის) დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 2-3 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამის შემდეგ. ნაყენი სასარგებლოა უძილობის, შაკიკისა და ნევროზის დროსაც.
- აიღეთ 10 გრამი კუნელის გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მლ წყალი. 2 დღით დააყენეთ სიბნელეში, გაფილტრეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უმჯობესია, წვეთები თბილ წყალში გახსნათ და ისე დალიოთ.
- აიღეთ 1 სუფრის კოვზი გვირილის გამხმარი ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათით დააყენეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ცხლად, 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 10 - 15 წუთით ადრე.