სწრაფადმოქმედი დამამშვიდებელი საშუალებები ნერვული ფუნქციის აშლილობის დროს
ნევროზი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა, რომლის სრული გამოსწორება შესაძლებელია სათანადო მკურნალობის ჩატარებით. არსებობს რამდენიმე სახის ნევროზი: ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებული მდგომარეობათა ნევროზი. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს იპოქონდრიული, სექსუალური და დეპრესიული ნევროზი.
მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები:
მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებები:
- ნევრასთენიის დროს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ჩაივით დაყენებულ მინდვრის ნემსას. 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ბალახს, ყვავილთან ერთად, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 15 - 20 წთ. მიიღეთ მცირე ყლუპებით დღის განმავლობაში. იგივე მოქმედება აქვს მინდვრის წვენს: მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, დააყოლეთ წყალი.
- დამამშვიდებელი მოქმედება აქვს ლურჯი ნარის ნაყენს. 15 გრ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 4 -ჯერ დღეში.
- მომატებული ნევროზის და გაღიზიანებულობის დროს სამი საათის განმავლობაში გრილ ადგილას გააჩერეთ 1/3ჩ/ჭ ჭარხლის წვენის და თაფლის ნარევი (ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ ). მთელი ულუფა მიიღეთ დღის განმავლობაში 2 -3 ჯერზე. ჭამამდე 30 წთ -ით ადრე.
- ნერვული დაძაბულობის დროს 1ჩ/კ კომბოსტოს თესლს დაასხით 1ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წთ, გადადგით, შეფუთეთ და გააჩერეთ 30 წთ. გაწურეთ. მიიღეთ 2 ყლუპი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე. უმჯობესია მიიღოთ კომბოსტოს ნახარშის და წვენის ნარევი (ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ). ეს საშუალება კარგად შველის უძილობის დროსაც.
- მომატებული ნერვული აღგზნებადობის და უძილობის დროს 1 ჩ/ჭ ანადუღარ წყალში გააზავეთ 1 ჩ/კ თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. მიიღეთ 3 -ჯერ.
- ქალებში ნერვული დაავადებების დროს გერანის ერთ ცალ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და მიიღეთ 50 - 100 მლ 2 - ჯერ დღეში.
- ნერვული აშლილობის დროს აიღეთ თანაბარი რაოდენობით მაყვლის, ძიძოს, ბარამბოს ფესვები და ჭინჭრის კენწეროები. 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. მიიღეთ 1 ჩ/ჭ ნახარში 3 - ჯერ დღეში.
- უეცარი შეშინების შემთხვევაში დაზარალებულს დაალევინეთ ერთი ჭიქა შაქრიანი წყალი.