ჩემმა ბიოლოგმა მეგობარმა სისხლძარღვების გასამაგრებელი რეცეპტი მირჩია და 52 წლის ასაკში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

ჩემმა ბიოლოგმა მეგობარმა სისხლძარღვების გასამაგრებელი რეცეპტი მირჩია და 52 წლის ასაკში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.
52 წლის ქალი გახლავართ. რამდენიმე წლის წინ თავი შეუძლოდ ვიგრძენი - ხშირად მტკიოდა თავი, ვგრძნობდი სისუსტეს, ზაფხულობით ხელ-ფეხზე საშინლად მემჩნეოდა სისხლძარღვები. ერთ დღესაც მეგობარს დახმარება ვთხოვე. ის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, გატაცებულია ფიტოთერაპიით, ბევრი რამ გაეგება ადამიანის ორგანიზმისა და იცის, როგორ გაუმკლავდეს ავადმყოფობას. მეგობარმა კარგად მომისმინა და მითხრა, რომ ჩემს სისხლძარღვებს გამაგრება სჭირდებოდა, რადგან ელასტიკურობა ჰქონდა დაკარგული და თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებდა. ამის შემდეგ მასწავლა უმარტივესი წამლის რეცეპტი, რომელიც ძალიან მომიხდა - თავის ტკივილი და სისუსტე აღარ მაწუხებს და სისხლძარღვებიც ადრინდელივით აღარ მებერება. ეს წამალი ნიორი გახლავთ, რომელიც თურმე სისხლძარღვების გასამაგრებელი საუკეთესო საშუალებაა. თქვენც გასწავლით მის მომზადებას, იქნებ სხვასაც მოჰგვაროს შვება:

დაგჭირდებათ:
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ჭ ზეითუნის ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

მომზადების და მიღების წესი:
გაარჩიეთ ერთი თავი ნიორი, დააქუცმაცეთ და დაასხით ერთი ჭიქა ზეითუნის ზეთი. დადგით სიბნელეში ოთახის ტემპერატურაზე 24 საათით, შემდეგ დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭამიდან საათის-საათნახევრის შემდეგ, დღეში ერთხელ მაინც (უმჯობესია 2-ჯერ). მკურნალობის მინიმალური კურსი ერთი თვეა.

სისხლძარღვებს შესანიშნავად ამაგრებს ეს რეცეპტიც:
აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი კატაბალახას ხმელი, დაფხვნილი თესლი. დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი 2 კვირაა. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი ერთხელ კიდევ გაიმეორეთ.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი