მეგობარმა პროსტატის სამკურნალოდ არაჩვეულებრივი რეცეპტები მასწავლა
მამაკაცთა უმრავლესობა სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოსცდის პროსტატასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც მე გამოვდექი - 48 წლის ასაკში "ადამის გულმა" მთელი სიმწვავით შემახსენა თავი. არც შრომის ხალისი მქონდა და არც დასვენებას ჰქონდა ფასი. როცა მეგობარმა უგუნებობის მიზეზი მკითხა, არ დავუმალე. აღმოჩნდა, რომ იგივე პრობლემა რამდენიმე ხნის წინ მასაც ჰქონდა. ეს წამალიც მან მასწავლა. ხომ გაგიგონიათ, წინა კაცი უკანას ხიდიაო, - ეგებ, ჩემი გამოცდილება სხვებსაც გამოადგეთ.
- აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი სატაცური და დაასხით 200 მლ მდუღარე. ადუღეთ 5 წუთს. გააცივეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.
- 30 გრამ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და მოხარშეთ. მიიღეთ დღეში 4-5-ჯერ, 2 სადილის კოვზი.
- პროსტატას დიდად ასიამოვნებთ მიწის თხილისა ( არაქისი ) და წაბლისგან მომზადებულ წამლით: არაქისი ტაფაზე კარგად უნდა მოხალოთ, გააცივოთ, გაფცქვნათ და როდინში დანაყოთ. შემდეგ უნდა აიღოთ 2 სუფრის კოვზი დანაყილი არაქისი, ჩაყაროთ თერმოსში, დაამატოთ 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი და დაასხათ 0,5ლ მდუღარე რძე. 20 წუთს თავახდილი დატოვოთ, შემდეგ მჭიდროდ დაახუროთ სახურავი და 10 საათს გააჩეროთ. მიიღება 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. საღამოს ნაყენს სასურველია დააყოლოთ 1 მომცრო თავი ხახვი და 1-2 კბილი ნიორი. მკურნალობის კურსი 10 დღეა. ორკვირიანი შესვენების შემდეგ აუცილებელია კურსის გამეორება.
- აიღეთ 25 გრამი წაბლის ნაყოფის ქერქი, დააქუცმაცეთ და დაასხით 250 მლ სპირტი. 10 დღეს სიბნელეში გააჩერეთ, პერიოდულად შეანჯღრიეთ, 10 დღის შემდეგ კი გადაწურეთ. მიიღეთ 40-50 წვეთი დღეში 2-ჯერ, ცოტაოდენ წყალში განზავებული.