მანდარინის ჩაი დაგეხმარებათ ჩაიძინოთ 10 წუთში! ეს მართლა მუშაობს!

მანდარინის ჩაი დაგეხმარებათ ჩაიძინოთ 10 წუთში! ეს მართლა მუშაობს!
როდესაც ვსვამ ამ ჩაის, არ მეღვიძება ღამით, დილით კი თავს იდეალურად ვგრძნობ.

ყველა ადამიანს დამართნია ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ზოგჯერ ეს უბრალოდ უძილო ღამეა. მაგრამ, როდესაც რეგულარულ ხასიათს ღებულობს, მაშინ ის შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ უძილობაში.

სრულფასოვანი და ჯანსაღი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ხოლო მისმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • დაღლილობა
  • გაღიზიანება
  • ენერგეტიკული დონის დაქვეითება
  • კონცენტრაციის არქონა
  • დეზორიენტაცია


ადამიანები, რომლებიც უძილობით იტანჯებიან, ხშირად მიმართავენ წამლებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ გვერდითი მოვლენები და ასევე გამოიწვიონ დამოკიდებულება.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ ჩაძინებაში და დაგავიწყებთ უძილო ღამეებს.

ჩვენ გაგანდობთ ჩინური ჩაის რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად მოდუნებასა და ძილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

რეცეპტი!

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ გამხმარი გვირილა
  • 1 ს/კ გამხმარი ლავანდა
  • 1 ს/კ გამხმარი ვალერიანი
  • 1ც მანდარინის კანი (ნედლი)
  • 1 ჭიქა წყალი


მომზადების წესი:

თავიდან მოამზადეთ მშრალი ნარევი: უბრალოდ აურიეთ გამხმარი ბალახები. შემდეგ აიღეთ 1 ჩ/კ ნაზავი, დაუმატეთ მანდარინის ქერქი და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 15-20 წუთი.

მიიღეთ ცხელი სასმელი ძილის წინ და 10 წუთის განმავლობაში ჩაგეძინებათ.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.