მცენარეული ჩაის 8 გამოცდილი რეცეპტი რომელიც გაუმკლავდება მუცლის შებერილობას, ანთებას და ყაბზობას.
მუცლის შებერილობა — ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ყაბზობაზეც. როგორც წესი, მათი გამოვლენისას ადამიანები ან ითმენენ ან სამკურნალოდ წამლებს ყიდულობენ, რომელთაც სიმპტომებთან სწაფად გამკლავება შეუძლიათ. FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ ჩაის 8 რეცეპტს, რომლებიც შეგიმსუბუქებენ დისკომფორტის შეგრძნებას.
გაითვალისწინეთ, რომ სანამ ამ ჩაის დალევთ, რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია. დარწმუნდით, რომ თქვენ არ გაქვთ ალერგია ან სხვა უკუჩვენება ამ სასმელებზე, შემდეგ კი თამამად იმკურნალეთ!
- კვლიავი, ქინძი, კამა. სუნელების ეს ნაკრები შესანიშნავად ამშვიდებს ანთებას და მუცლის შებერილობას.
- დიდი კამა, პიტნა, კოჭა, გვირილა. ამ რეცეპტს შეუძლია მუცლის სპაზმების დროსაც კი დაგეხმაროთ! დიდი კამა ახდენს ნაღველის დინების სტიმულირებას, პიტნა ადუნებს საჭმლის მომნელებელი სისტემის კუნთებს, კოჭა ნერწყვისა და ნაღველის სტიმულირებას ახდენს, ხოლო გვირილა კუნთოვან სპაზმს ადუნებს.
- პიტნა, გვირილა, ძირტკბილა, ფორთოხლის ქერქი. ამ რეცეპტს რეკომენდაციას თავად მარტა სტიუარტი უწევს! გამოიყენეთ ხმელი ბალახები. უმჯობებსია ისინი დიდი ოდენობით გაახმოთ, შემდეგ კი გამოიყენოთ საჭიროების შემთხვევაში.
- გვირილა, ხმელი კოჭა. გვირილის ფოთლებისა და კოჭას უძლიერესი შერწყმა საუკეთესო მკურნალია. ისინი გამოდევნიან საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს და აუმჯობესებენ მკვებავი ნივთიერებების შეთვისებას.
- დიდი კამა, კოჭა, ლიმონი, ვერბენა. ამ რეცეპტის გამოყენებით გაიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას: 2 ჩაის კოვზი დიდი კამა, 1 ჩაის კოვზი გახეხილი ნედლი კოჭა, 1 ჩაის კოვზი გამხმარი ლიმონი ბერბენასთან ერთად და 500მლ წყალი.
- მსხალი, ვაშლი, ყურძენი, დარიჩინი. გამოიყენეთ 2 ნაჭერი მსხალი, 2 ნაჭერი ვაშლი, 4-5 ყურძნის მარცვალი და დარიჩინი გემოვნებით. დაუმატეთ 250 მლ ცხელი წყალი. ვაშლისა და მსხალის პექტინები შეაფერხებენ ყაბზობას, ყურძნის კვერციტინი ხელს უწყობს ჯანსაღ საჭმლის მონელებას, დარიჩინი ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას.
- ტუხტის ფესვი, ვარდის კოკორი, დარიჩინი. ეს დამამშვიდებელი და გამათბობელი ჩაია, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მუცლის ტკივილს. შეურიერთ ინგრედიენტები შესაბამისი პროპორციებით 3:2:1, შემდეგ კი დაასხით ცივი წყალი და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. დილით გაფიტრეთ და დატკბით სასმელით, ეს სასმელი ჭამის შემდეგ უნდა მიიღოთ.
- ლიმონურა. მის მსუბუქ ჩაის როგორც წესი ბავშვებს ასმევენ, თუმცა ის შესანიშნავად დაეხმარება უფროსებსაც.
გაითვალისწინეთ, რომ სანამ ამ ჩაის დალევთ, რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია. დარწმუნდით, რომ თქვენ არ გაქვთ ალერგია ან სხვა უკუჩვენება ამ სასმელებზე, შემდეგ კი თამამად იმკურნალეთ!