მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. აი, როგორ დასრულდა მათი 70 წლიანი რომანი...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. აი, როგორ დასრულდა მათი 70 წლიანი რომანი...
იზაბელა უიტნი და პრებლ სტარვერი პირველად 1940-იანი წლების დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს ბრმა პაემანზე. მოგვიანებით შვილებს უთხრეს, რომ ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული. შეყვარებულები შეთანხმდნენ, დროებით შორს დაეჭირათ თავი, სანამ იზაბელა სწავლას არ დაამთავრებდა.

მაგრამ, წყვილის ყველა გეგმა ომის დაწყებამ ჩაშალა. ამის შემდეგ იზაბელა და პრებლი მხოლოდ 1946 წელს შეხვდნენ და გადაწყვიტეს აღარასოდეს დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ეს ფიცი აკავშირებდა ცოლ-ქმარს 70 წელზე მეტ ხანს.



ომის დროს უიტნი და სტავერი ჯარში მსახურობდნენ. გოგონა იყო მედდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში. მისი შეყვარებული კი საზღვაო ქვეითი ჯარის რიგებში იბრძოდა და დაჯილდოვებულიც იყო ბრინჯაოს ვარსკვლავით.

მონატრებული შეყვარებულები გამუდმებით წერდნენ ერთმანეთ წერილებს. პრებლს საფულით დაჰქონდა იზაბელის ფოტო და არასოდეს იშორებდა მას.



წყვილი 1946 წელს, ომის დასრულებისთანავე, დაქორწინდა. დროთა განმავლობაში მათ 5 შვილი შეეძინათ.
დღეს ისინი იხსენებენ, რომ პრებლი იყო მზრუნველი, მაგრამ მკაცრი მამა. ერთადერთი ვისაც მამაკაცის ხასიათის შერბილება შეეძლო, გალდათ მისი მეუღლე. იზაბელას სიყვარული აკეთილშობილებდა ყოფილი ჯარისკაცის პიქუშ ხასიათს.



იზაბელა, რომელიც მთელი ცხოვრება მედდად მუშაობდა, საკმაოდ ბრძენი ქალბატონი გახლდათ. როგორც მათი შვილები ამბობენ, ქალი ნამდვილი ოჯახის კერის შემნახველი იყო. ის არასოდეს დაუშვებდა შიდა კამათსა და უთანხმოებას. შვილები ალერსიანად უწოდებდნენ მას "ოჯახის გულს."



70 წელიწადზე მეტ ხანს იცხოვრა წყვილმა მშვიდად და ჰარმონიულად. ოჯახის მეგობრები იხსენებენ, რომ იზაბელას სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა თავისი მეუღლე და ისიც იგივე გრძნობით პასუხობდა მას.

სამწუხაროდ, მათი სიცოცხლის ბოლო წლები არც ისე იდილიური იყო, როგოსაც ისურვებდნენ. შვილები შიშობდნენ კიდეც, რომ მშობლები სიკვდილის წინ ვერ ნახავდნენ ერთმანეთს.



იზაბელას სენილური დემენცია მოერია. პრებლს არ შეეძლო იმის ყურება, დღითიდღე როგორ კარგავდა აზროვნების უნარს თავისი საყვარელი მეუღლე. შვილები იძულებულნი გახდნენ მშობლები მოხუცთა თავშესაფარში მოეთავსებინათ, რათა ისინი გამუდმებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყვნენ.



სიცოცხლის ბოლო რამდენიმე კვირა იზაბელა საერთოდ აღარ ლაპარაკობდა და ვერავის ცნობდა. მხოლოდ მეუღლეს ხვდებოდა მუდამ ღიმილით.

უფრო მეტიც, დაბადების დღეზე პრებლს თვითონ უმღერა. თუმცა, ექიმები ფიქრობდნენ, რომ მას ეს უკვე აღარ შეეძლო.



როდესაც იზაბელა უკვე ძალიან მძიმედ იყო, პრებლმა თავის 62 წლის შვილს სთხოვა მიეცათ ბოლო პაემნის უფლება. ავადმყოფი მოხუცები უბრალოდ გვერდიგვერდ იწვნენ ხელჩაკიდებულები და ასე ჩაეძინათ.

ექიმები ამბობდნენ, რომ კარგა ხანია ისინი ასეთი მშვიდები და ბედნიერები არ უნახავთ. რამდენიმე დღის შემდეგ 96 წლის იზაბელა მშვიდად გარდაიცვალა ძილში. ხოლო 14 საათის შემდეგ კი მისმა მეუღლემაც განუტევა სული.



სტარვერების შვილებს დღემდე მიაჩნიათ, რომ მამამ ძლიერი ნებისყოფის წყალობით იცოცხლა მეუღლის სიკვდილამდე. ის ხომ უზომოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო და სურდა ბოლომდე მის გვერდით ყოფილიყო. ასევე მათი შთამომავლები კიდევ ერთმა უცნაურმა დამთხვევამ გააკვირვა.

დედა და მამა თანატოლები გახლდნენ და მათ შორის სხვაობა 14 დღე იყო. პრებლიც მეუღლის სიკვდილიდან ზუსტად 14 საათის შემდეგ გარდაიცვალა. შვილები დარწმუნებულნი არიან: ეს არის ნიშანი. მათ სწამთ, რომ სადღაც ამ საყაროს მიღმა ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.