მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სასიყვარულო წერილები მხატვარი-კოლექციონერის ილუსტრაციების თანხლებით

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სასიყვარულო წერილები მხატვარი-კოლექციონერის ილუსტრაციების თანხლებით
წვრილმანების ბაზრობაზე სრულიად წარმოუდგენელი ნივთების პოვნა შეიძლება. ნიუ იორკში, ბრუკლინის უბანში შემთხვევით წერილები აღმოაჩინეს, რომლებსაც ახალგაზრდა ქალი წერდა. გოგონა 1939 წელს ნიუ იორკიდან კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა თეატრალური რეჟისორის პროფესიას დაუფლებოდა. წერილები ლუკ ჯეი სპენსერმა იპოვა - მწერალმა-მოგზაურმა, მკვლევარმა, გადაცემის Pawn Stars რედაქტორმა, რომელიც არხზე History Channel გადის. ამ არაორდინალურ პიროვნებას უჩვეულო ჰობი აქვს - ძველ სასიყვარულო წერილებს აგროვებს. ამჟამად, საკმაოდ დიდი კოლექციის მფლობელია - მის ბინაში წერილით სავსე უამრავი ყუთია.



ლუკმა ერთხელ მეზღვაურის წერილების შეკვრა იპოვა, სადაც ის თავის შეყვარებულს წერდა კალიფორნიაში. საზღვაო ხომალდის სახელწოდების გამოყენებით, სპენსერმა ამ მეზღვაურის შვილიშვილს მიაგნო კალიფორნიაში.



ლუკმა მამაკაცისგან შეიტყო, რომ ამ წერილებს სახლის ჭერში ინახავდნენ, შემდეგ კი გადაყრა გადაწყვიტეს, რადგან ბარათები ბებიამისის მისამართით არ იყო დაწერილი.



ამჟამად ლუკი წერილებს ორიგინალურ კონვერტებში ჰყიდის, რომლებსაც მისი ნახატი ერთვის თან. ერთი ძველებური წერილის ფასი - დაახლოებით 25 დოლარია.



როდესაც ლუკს ჰკითხეს, თუ როგორ არჩევს ის ნახატების თემატიკას, მხატვარმა მიუგო, რომ წერილის შინაარსს ეყრდნობა, ასევე უყვარს ბრუკლინის რეალური ადგილების ხატვა: კაფეების, კინოთეატრების, პარკების და ა.შ.



ზოგი ნეგატიურად აფასებს ლუკის ნახატებს. თავად კი ხელოვნების ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს თავის საქმიანობას. თან ხაზს უსვამს, რომ დღეს წერილები უგულო გახდა, მათ ელექტრონულიფოსტით გზავნიან.



მაგალითისთვის, სპენსერს აქვს კოლექცია, რომელიც ადრე კანზასელ ქალს ეკუთვნოდა - ჯარისკაცების წერილების ათეულობით შეკვრა, ასევე თითოეული მათგანის ფოტო. ამ კოლექციაში თავად ამ ქალბატონის ფოტოც მოიპოვება.



ლუკის საყვარელი მიმოწერა გახლავთ 12 წერილი, რომლებსაც წყვილი ერთმანეთს უგზავნიდა. ქალი ნიუ იორკში მუშაობდა, მამაკაცი კი ევროპაში ომში იბრძოდა. იგი მოუთხრობდა ქალს, თუ როგორ გახდა მეტყვიამფრქვევე, შეყვარებული კი ემუდარებოდა, რომ თავს გაფრთხილებოდა. მამაკაცი ომის დროს გადარჩა და წყვილი დაქორწინდა. მათ ერთად 2000 წლამდე იცხოვრეს.