"დამელოდე, მეც მალე მოვალ": მათ ერთად 75 წელი გაატარეს და უკანასკნელ სურვილად ერთმანეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში სულის დალევა გამოთქვეს

"დამელოდე, მეც მალე მოვალ": მათ ერთად 75 წელი გაატარეს და უკანასკნელ სურვილად ერთმანეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში სულის დალევა გამოთქვეს
96 წლის ჟანეტისა და 95 წლის ალექსანდრეს უკანასკნელი ფოტო გარდაცვალების წინ ძალიან მაგონებს ფილმ "დღიურის" ფინალურ სცენას. მათ ერთად 75 წელი გაატარეს და უაკანსკნელ სურვილად ერთმანეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში სულის დალევა ამოირჩიეს...

ჟანეტი და ალექსანდრე იყვნენ პოლონელი ემიგრანტების შვილები

"დამელოდე, მეც მალე მოვალ": მათ ერთად 75 წელი გაატარეს და უკანასკნელ სურვილად ერთმანეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში სულის დალევა გამოთქვეს

წყვილი სან-დიეგოდან, კალიფორნიიდან პირველად ერთმანეთს 8 წლის ასაკში შეხვდნენ, ხოლო 1940 წელს იქორწინეს. მათ 5 შვილი 10 ათი შვილიშვილი შეეძინათ.




ქორწინებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ალექსანდრე ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტში წავიდა სამსახუროდ, საიდანაც იგი საბედნიეროდ ცოცხალი დაბრუნდა და სარეკლამო სააგენტოში დაიწყო მუშაობა.

ისინი სან-დიეგოში მხოლოდ 1970 წელს გადმოვიდნენ საცხოვრებლად, სადაც ალექსანდრემ საკუთარი სარეკლამო სააგენტო დაარსა, ხოლო ჟანეტი გახლდათ ფოტო სტუდიის მთავარი სტილისტი.

კალიფორნაში გადმოსვლის შემდეგ ალექსანდრემ ახალი ჰობი შეიძინა, რაც გოლფის თამაშს წარმოადგენდა.

მამაკაცი ყოველდღიურად საკმაოდ დიდ დროს უთმობდა გოლფის თამაშს, სანამ ბარძაყის ძვალი არ მოიტეხა ერთ-ერთი თამაშის დროს. დაცემის შედეგად მას ჯანმრთელობაზე საშინელი პრობლემები შეექმნა და მისი მდგომარეობა დროთა განმავლობაში უარესდებოდა. სიბერემ ჟანეტსაც წაართვა მხნეობა და ძალები... ამ მომენტიდან ორივე მათგანი ლოგინს მიეჯაჭვა.



წყვილის უკანასკნელი სურვილი ერთმანეთთან ჩახუტებულ მდგომარეობაში ერთად სულის დალევა იყო...



ალექსანდრე გარდაიცვალა პირველი, ხოლო ჟანეტი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ...



17 ივნისს საყვარელ ქალბატონთან ჩახუტებული მამაკაცი გახარებული წავიდა ამ წუთისოფლიდან, რადგან საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას ვერ მოესწრო...

როდესაც შვილმა შეატყობინა დედას მამის გარდაცვალება, მან შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: "ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც მას სურდა. შენ ჩემს ხელებში გარდაიცვალე და უზომოდ მიყვარხარ. დამელოდე, მეც მალე მოვალ".

ამ თვის 29 რიცხვში წყვილს ერთად ყოფნის 75 წლისთავი უსრულდებოდა.