წითელი და ორიგინალური ლაბა-სხმული, წვნიანი ხორცის ნაჭრები, ხრაშუნა ბოსტნეული, ნაზი ჟელე...

წითელი და ორიგინალური ლაბა-სხმული, წვნიანი ხორცის ნაჭრები, ხრაშუნა ბოსტნეული, ნაზი ჟელე...
ეს ლაბა -სხმული ხორცით და ბროკოლით მიგიზიდავთ თავისი არაჩვეულებრივი გარეგნული იერით, თუ თქვენი საყვარელი კერძების სიაში არ შედის მწვანე ბოსტნეული, თქვენ გვერდს ვერ აუვლით მას. რაც შეეხება გემოს...საკმარისია გასინჯოთ ერთი ლუკმა- სხვა საჭმელსასმელი მეორე ღიგში ჩადგება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი 1 კგ.
  • შებოლილი ქათმი მკერდი 70გრ.
  • სტაფილო 2ც
  • შავი წიწაკის მარცვლები 5 ც.
  • მარილი გემოვნებით
  • ყვავილოვანი კომბოსტო 300გრ
  • ნიორი 2-3 კბილი
  • წყალი 2 ლ
  • ხახვი 2 ცალი
  • ოხრახუში 1 კონა
  • დაფნის ფოთოლი 3ც
  • ჟელატინი 25 გრ
  • ბროკოლი 350გრ

მომზადების წესი

  1. გირჩევთ დაიწყოთ ბულიონით. დაასხით საქონლის ხორცს 2 ლ. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს წყალმა უნდა იდუღოს დაახლოებით 1 საათი, არ დაგვიწყდეთ ქაფის მოშორება.
  2. დაუმატეთ სუნელები და შებოლილი მკერდი
  3. გაასუფთავეთ სტაფილო და ხახვი გაჭერით რამოდენიმე ნაწილად და ჩაუშვით ქვაბში. ნიახური შეკარით კონაში და ჩაუშვით, არაჩვეულებრივი არომატი ექნება
  4. როდესაც ბულიონი თითქმის მზად იქნება ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი
  5. ამოიღეთ ბულიონიდან ყველა პროდუქტი (ხორცი, ბოსტნეული) გადაწურეთ ბულიონი და დადგით სრულ გაციებამდე
  6. გადმოიღეთ ბულიონიდან 150 გრ წვენი გაუკეთეთ ჟელატინი აურიეთ და დადგით , რომ შესქელდეს

  7. 2 ჭურჭელი შედგით გაზქურაზე დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი ყვავილედებად, წყალი რომ ადუღდება ერთში ჩაუშვით ბროკოლი და მოთუთქეთ 7 წუთი, მეორეში ჩაუშვით ყვავილოვანი კომბოსტო და მოთუთქეთ 20 წუთი.
  8. ხორცი დაჭერით კუბიკებად, დააქუცმაცეთ ნიორი.
  9. დარჩენილ ბულიონში ჩაასხით მომზადებული ჟელატინი და კარგად აურიეთ


  10. აიღეთ ფორმა ჩააფინეთ საკვებისათვის გამოსადეგი აპკი (ცელოფანი). ძირში დაალაგეთ საქონლის ხორცი, ზემოდან მოაყარეთ ნიორი, დაალაგეთ შებოლილი ქათმის მკერდის ნაჭრები, დაასხით ნახევარზე ბულიონი, დაალაგეთ ზემოდან ყვავილოვანი კომბოსტო და ასევე ბროკოლი.







  11. შედგით მაცივარში. როდესაც ბულიონი შეცივდება, კომბოსტო მეორედ კიდევ მოალაგეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით.


ასეთი ლაბა-სხმული ტორტი ძალიან ლამაზია მორთვის გარეშეც, მაგრამ თქვენ თუ სურვილი გაქვთ , რომ კერძი გამოიყურებოდეს უფრო სადღესასწაულოდ , შეგიძლიათ ზემოდან მოულაგოთ ლიმონი და ნახევარი კვერცხები, ღირს გადახუროთ სტანდარტული მენიუ იმისათვის რომ დაიმორჩილოთ ოჯახი გარეგნული ფორმით და საახალწლო გემოთი. შესთავაზეთ რეცეპტი მათ ვინც თავს იმტვრევს ახალი საახალწლო კერძი მოსამზადებლად, გემრიელად მიირთვით.